Tag Archives: რეგულირება

ბანკების მსგავსად, Binance-ი AML და KYC რეგულაციებთან შესაბამისობაში მოდის

მსოფლიოს უდიდესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა რისკებისა და შესაბამისობის მენეჯმენტის კომპანია IdentityMind-თან ახალი თანამშრომლობის შესახებ დაანონსა. კომპანიების თანამშრომლობის მიზანია კრიპტო ბირჟის გლობალური საქმიანობის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და “იცოდე შენი კლიენტი”-ს (KYC) რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. Binance-ის ერთერთმა ხელმძღვანელმა სამუელ ლიმმა განაცხადა, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად გაიზრდება ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სანდოობა და ბირჟის უსაფრთხოების სისტემა მოვა შესაბამისობაში… Read More »

რუსეთი SWIFT-ს ეთიშება

რუსეთის დუმის ქვედა პალატამ დაადასტურა, რომ ქვეყნის მიმართ მოსალოდნელი სანქციების ფონზე, გლობალური საბანკო გადარიცხვების ქსელ SWIFT-თან (რომელიც აკავშირებს ბანკებს ერთმანეთთან) ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენს ეროვნულ საფრთხეს და შეიძლება რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოშლის მიზეზი გახდეს. მიუხედავად ამისა, ვირტუალური ვალუტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა განხილულიყო, მომავალი თვისთვის  გადაიდო. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთი ოფიციალურად აღიარებს ციფრულ… Read More »

შვეიცარია გეგმავს კრიპტოვალუტა ტრადიციული რეგულირების სფეროში მოაქციოს

შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ (საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა) მიიღო დადგენილება, რითიც დაავალდებულა ფედერალური საბჭო (აღმასრულებელი ორგანო) მოახდინოს არსებული კანონმდებლობის ადაპტაცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. ეს ეხება, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებს. აღნიშული დადგენილება ასევე განხილული იქნება სახელმწიფოთა საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას. გადაწყვეტილება მიმართულია ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტის უკანონო საქმიანობისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ… Read More »

ევროპარლამენტარი: საქართველო კრიპტოვალუტის გამომუშავების ჰაბია, თუმცა არსებობს რისკები

ჩვენი საინფორმაციო პორტალი მუდმივად უზრუნველყოფს მკითხველს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროს უახლესი ინფორმაციიითა და სიღრმისეული ანალიზით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებსა და პროცესებს, რაზეც უამრავი მასალა გვაქვს უკვე გამოქვეყნებული. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად მიმოვიხილავთ და რასაც ჩვენი ქვეყანა ანგარიშს უნდა უწევდეს არის ევროკავშირთან თანამშრომლობა. სწორედ ამ ორგანიზაციის… Read More »

ვაშინგტონი და კრიპტო ლობიზმი

ამერიკის შეერთებული შტატები ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიების განვითარებაში ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ხდება სახელმწიფო დონეზე და მმართველობის ორგანოები მუდმივად კანონმდებლობისა და მიდგომების დახვეწის პროცესში არიან, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ზრდას თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. არიზონას შტატმა მიიღო კანონი, რომელიც კორპორაციებს საშუალებას აძლევს, შეინახონ და გაავრცელონ ინფორმაცია ბლოკჩეინის საშუალებით. ტენესის შტატმაც მიიღო კანონი,… Read More »

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: “კრიპტო აქტივები ინოვაციაა, რომელიც აუცილებლად დარჩება”

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ფინანსთა მინისტრს მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ ვენაში უნდა განეხილა კრიპტოვალუტების მომავლის საკითხი. ამ დრომდე მათი მიდგომა – “არ ავნო” – პრინციპს ეფუძნებოდა, რადგან ძირითადი აქცენტი ინოვაციების სწრაფი განვითარებისთვის ხელშეწყობაზე კეთდებოდა. “ევროკავშირის მთავარი მიზანი იქნება კრიპტო აქტივების კლასიფიცირება და “რეგულირების გეგმის” განსაზღვრა” – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა… Read More »

ევროკავშირი კრიპტოვალუტების მომავალზე იმსჯელებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების განვითარებას. კრიპტოვალუტები ქმნიან გამოწვევებს მარეგულირებლებისთვის, რადგან ისინი ცდებიან არსებული ფინანსური სიტემის საზღვრებს. მთავარი გამოწვევებია: გამჭირვალობის ნაკლებობა, გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდება, ფულის გათეთრება, ტერორიზმისა და სხვა უკანონო საქმიანობის ფინანსირება. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ ვენაში განიხილავს კრიპტოვალუტების მომავლის საკითხს. ამ… Read More »

ბლოკჩეინი და მისი მომავალი

დღევანდელ სტატიაში ვაგრძელებთ საუბარს “განაწილებული დავთარის ტექნოლოგია”-ზე (“distributed ledger technology” – DLT), ე.წ.  ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ DLT-ი სწრაფი, იაფი და დეცენტრალიზებული გადახდის სისტემის შექმნის იდეამ გააჩინა, ის გადატრიალებას ახდენს თანამედროვე სამყაროში. კრიპტოვალუტები, რის გამოც ამ ტექნოლოგიას მეტწილად იცნობს ხალხი, არ არის დღევანდელი სტატიის მთავარი ფოკუსი. ამ ციკლის პირველ სტატიაში – “ბლოკჩეინი და მისი… Read More »

ევროპარლამენტი: “კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივაა”

ევროპარლამენტის ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ახალი ანალიზის მიხედვით კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივაა. ეს მოსაზრება გამოთქმულია კომიტეტის მიერ მომზადებულ ამომწურავ ანგარიშში, რომელიც მიმოიხილავს კრიპტოვალუტების მუშაობის პრინციპებსა და მის ზეგავლენას  მსოფლიო ეკონომიკაზე.   გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდი აღნიშნული დოკუმენტიდან: “კრიპტოვალუტა, როგორც ტრადიციული ფულის ალტერნატივა ციფრული ვალუტები, ასევე ცნობილი, როგორც “ვირტუალური ვალუტები” ან “კრიპტოვალუტები” შეიძლება განისაზღვროს, როგორც… Read More »

მუდმივად ცვალებადი ნარატივი ბიტკოინზე

თუ თქვენ კრიპტოსამყაროში დიდი ხანია ხართ შეამჩნევდით, რომ ნარატივი და შეხედულებები ბიტკოინზე წლებთან ერთად იცვლება. მაგალითად, ბიტკოინის შექმნიდან პირველ წლებში, მისი მთავარი მიზანი იყო არსებული საბანკო კარტელების აღმოფხვრა და სახელმწიფოსთვის ფულის კონტროლის მექანიზმის ჩამორთმევა. ეს ადრეული პერიოდის “ბიტკოინისტები”-სა და ე.წ. “cypherpunk”-ების ძირითადი შეხედულებაა დღესაც. თუმცა ამას დაემატა სხვა შეხედულებებიც. მაგალითად, არიან ბიტკოინის ისეთი მომხრეები, რომლებიც… Read More »