Tag Archives: რეგულირება

იაპონია კრიპტოვალუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას განაგრძობს

მიმდინარე წლის 21 მაისს იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ, ხოლო მომდევნო დღეს მრჩეველთა (ზედა) პალატამ დაამტკიცა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კანონი. “ფინანსურ კანონმდებლობასა და სხვა დაკავშირებული კანონებში ცვლილებების (ფინანსური ტრანზაქციების დივერსიფიცირების შედეგად, რომელიც განპირობებულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებით)” კანონპროექტი მოამზადა FSA-მ (Financial Services Agency – იაპონიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი). მარეგულირებლის განცხადებით, ამ კანონის საბოლოოდ ამოქმედება… Read More »

საერთაშორისო კონფერენცია „კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა“

კიბერდანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და მასთან ბრძოლა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ასევე პრობლემატურია კიბერუსაფრთხოების ნორმებთან სრული თავსებადობის მიღწევა. თავსებადობა იცავს როგორც თქვენი კომპანიის ბიზნეს-უწყვეტობას, ასევე თქვენი მომხმარებლების მონაცემებსა და პერსონალურ ინფორმაციას პოტენციური შეტევების ან გაჟონვისაგან. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგები, რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი რეპუტაცია და სახელმწიფოს ან მარეგულირებლის მხრიდან სანქციები გამოიწვიოს. გარდა ამისა, კომპანიის თავსებადობა კიბერუსაფრთხოების… Read More »

ევროპის ცენტრალური ბანკი: კრიპტო აქტივები საფრთხეს ვერ უქმნის ფინანსურ სისტემას

ევროპაში ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლო გავლენის დასადგენად კრიპტოვალუტები საჭიროებენ “ფრთხილ მონიტორინგს”, თუმცა მათი მთლიანი ღირებულება ამ ეტაპზე არ არის ჯერ ისეთი, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნან არსებულ ფინანსურ სისტემას – ნათქვამია ECB-ის (European Central Bank – ევროპის ცენტრალური ბანკი) ანგარიშში. ეს ანგარიში – “კრიპტო აქტივები: ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა, მონეტარული პოლიტიკა, ანგარიშსწორება და ბაზრის ინფრასტუქტურა” – მიმდინარე წლის… Read More »

ტოკენების რეგულირება შვეიცარიაში

შვეიცარია, რომელიც ცნობილია საუკეთესო საბანკო სისტემითა და მკაცრი რეგულაციებით, უკვე დიდი ხანია ზედამხედველობს ICO-ების (initial coin offering – მონეტის პირველადი შეთავაზება), STO-ებისა (security token offering – ფასიანი ქაღალდი ტოკენების შეთავაზება) და კრიპტო კაპიტალის მოზიდვას. FINMA-ს (შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი), რომელიც პასუხისმგებელია შვეიცარიაში რეგისტრირებული ICO-ებისა და STO-ების ზედამხედველობაზე, დამტკიცებული აქვს სავალდებული გზამკვლევი, რომელიც ყველა მსგავსი პროექტის განმახორციელებელმა… Read More »

2019-ის პირველ კვარტალში კრიპტო ლობიზმში $42 მილიონი დაიხარჯა

აშშ და კრიპტო ლობიზმი ლობისტური საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, უამრავი ინდუსტრია და ადვოკატირების ჯგუფია კონცენტრირებული ტექნოლოგიურ საკითხებზე, მათ შორის: სარეკლამო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (Association of National Advertisers), Intuit, Mastercard, Alibaba, FreedomWorks, IBM, გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია (the Entertainment Software Association) და აშშ-ს საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის ჯგუფი (U.S. Public Interest Research Group). ლობისტური საქმიანობის ანგარიშში ფინტექის საკითხების… Read More »

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ICO-ების პირველ გზამკვლევს აქვეყნებს

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) გამოსცა პირველი ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ის არწმუნებს სტარტაპებში ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის მოზიდვას ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების სახით, რომ კომისია მათ მიმართ იძულების ღონისძიებებს არ გაატარებს. კომისიამ, ასევე, გამოსცა ცალკე დოკუმენტი, სადაც განმარტებულია SEC-ის მომავალი გადაწყვეტილებების კრიტერიუმები ამ სფეროში. ეს პრეცენდენტული წერილი, რომელსაც ეწოდება “No… Read More »

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო სფეროს იურისტს ეძებს

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) მიმდინარე წლის 29 მარტს ვაჭრობისა და ბაზრების დეპარტამენტში გამოაცხადა იურიდიულ საკითხებში მრჩეველის ვაკანსია, რომელიც ასევე კრიპტო სფეროს სპეციალისტი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ოფიციალურად გამოქვეყნდა აშშ-ს ფედერალური დასაქმების პორტალზე. ახალი თანამშრომელის ძირითადი საქმიანობა იქნება კრიპტო და ციფრული ფასიანი აქტივების სფეროს მარეგულირებელი ინიციატივების მომზადება. განცხადების მიხედვით, კანდიდატს… Read More »

ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”

ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საკითხებში მინისტრმა – მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”. მან ეს მიმდინარე წლის 2 აპრილს ANON Blockchain Summit-ზე, კერძოდ, “მთავრობის როლი ბლოკჩეინის ერაში” პანელზე თქვა. აღსანიშნავია, რომ შრამბოეკი მინისტრობამდე ხელმძღვანელობდა ავსტრიის უდიდეს ფიქსირებული და მობილური ტელეფონების ოპერატორს – A1 Telekom Austria-ს. ბლოკჩეინის რეგულირებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ “ევროპას მუდმივად… Read More »

აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას განიხილავს

აშშ-ს კონგრესის წევრებმა დარენ სოტომ (დემოკრატიული პარტია, ფლორიდა) და უორენ დავიდსონმა (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ვირტუალური ვალუტების შესახებ ორი ახალი კანონპროექტი წარადგინეს: “H.R. 922 – 2019 წლის ვირტუალური ვალუტის მომხარებელთა დაცვის აქტი” (“H.R. 922 – Virtual Currency Consumer Protection Act of 2019”) და “H.R. 923 – 2019 წლის აშშ-ს ვირტუალური ვალუტის ბაზრისა და რეგულირების კონკურენციის აქტი”… Read More »

შვეიცარიის პრეზიდენტი: როცა საქმე ეხება ბლოკჩეინს ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა უელი მაურერმა CV Crypto Valley-ის სამიტზე ქალაქ ცუგში 27 მარტს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის სექტორისთვის რეგულაციების მიღება უნდა მოხდეს სწრაფად და ყველაფერი უნდა იყოს ზედმიწევნით გასაგები. მაურერი ასევე გახლავთ ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც. პრეზიდენტმა დაუდასტურა შეკრებილ ბლოკჩეინისა და კრიპტო სფეროს 1000-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს, რომ შვეიცარიის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება ახალი ტექნოლოგიების ფუნქციონირებისა… Read More »