Tag Archives: ბლოკჩეინი

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს

სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა შვეიცარიაში დააფუძნა ახალი ფინანსური სერვისების კომპანია – Libra Networks. ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ ჟენევის სავაჭრო რეესტრში (Geneva Commercial Register) მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შევიდა, რომელიც ამ უკანასკნელმა ოფიციალურად 2 მაისს დაარეგისტრირა. განაცხადის წარმდგენი არის Facebook-ის სათავო კომპანია Facebook Global Holdings-ი. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ახალ კომპანიას შემდეგი სერვისების შეთავაზება აქვს განზრახული: “ფინანსებისა… Read More »

ბანკის გამოშვებული პირველი კრიპტოვალუტა

საბანკო გიგნატმა JPMorgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება დააანონსა. JPM Coin-ი, როგორც მას ეწოდება, რამდენიმე თვეში გამოვა. ახალი კოინის ძირითადი ფუნქცია ბანკთაშორისი სწრაფი და იაფი გადარიცხვების უზრუნველყოფა იქნება. ეს სიახლე ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან JPMorgan-ის ხელმძღვანელი ჯემი დაიმონი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულებით კრიპტოვალუტის მიმართ. თუმცა ბანკის დეველოპერები დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის საკითხებზე და… Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საკუთარი ბლოკჩეინის ქსელი და ე.წ. “კვაზი კრიპტოვალუტა” შექმნეს, რომელსაც ეწოდება – “სასწავლო კოინი” (“Learning Coin”). მისი გამოყენება მხოლოდ ამ ორი ორგანიზაციის შიგნით იქნება შესაძლებელი და მას არ ექნება კონკრეტული ფულადი ღირებულება. “სასწავლო კოინი”-ს შექმნის მიზანია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის უკეთესად შესწავლა. ორგანიზაციები მას გამოიყენებენ ბლოგების, კვლევების, ვიდეო მასალისა და პრეზენტაციების… Read More »

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო სფეროს იურისტს ეძებს

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) მიმდინარე წლის 29 მარტს ვაჭრობისა და ბაზრების დეპარტამენტში გამოაცხადა იურიდიულ საკითხებში მრჩეველის ვაკანსია, რომელიც ასევე კრიპტო სფეროს სპეციალისტი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ოფიციალურად გამოქვეყნდა აშშ-ს ფედერალური დასაქმების პორტალზე. ახალი თანამშრომელის ძირითადი საქმიანობა იქნება კრიპტო და ციფრული ფასიანი აქტივების სფეროს მარეგულირებელი ინიციატივების მომზადება. განცხადების მიხედვით, კანდიდატს… Read More »

ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”

ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საკითხებში მინისტრმა – მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”. მან ეს მიმდინარე წლის 2 აპრილს ANON Blockchain Summit-ზე, კერძოდ, “მთავრობის როლი ბლოკჩეინის ერაში” პანელზე თქვა. აღსანიშნავია, რომ შრამბოეკი მინისტრობამდე ხელმძღვანელობდა ავსტრიის უდიდეს ფიქსირებული და მობილური ტელეფონების ოპერატორს – A1 Telekom Austria-ს. ბლოკჩეინის რეგულირებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ “ევროპას მუდმივად… Read More »

PwC ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია

მსოფლიოს ოთხი უდიდესი აუდიტორული კომპანიიდან, PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია. მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, PwC-ი 40 ასეთ სპეციალისტს ეძებს. რაც შეეხება უდიდესი აუდიტორული კომპანიების დარჩენილ ნაწილს, არც ისინი ჩამორჩებიან. მაგალითად, Ernst & Young-ი 17, ხოლო Deloitte-ი 10 ასეთ პროფესიონალს ეძებს. ერთადერთი კომპანია უდიდესი ოთხეულიდან არის KPMG, რომელსაც ამ სფეროში ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული… Read More »

გერმანია, ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა

გერმანიის მთავრობამ წარმატებით დაასრულა Proof-of-Concept-ის (PoC) პროექტი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება და რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარის სისტემის მენეჯმენტისთვის შეიქმნა. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა შესაბამისი ანგარიში მიმდინარე წლის 26 მარტს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ოფისმა PoC-ი წარმატებით დატესტა, ამ ანგარიშში დადებითად შეფასდა ბლოკჩეინის გამოყენება ლტოლვილებისთვის თავშესაფარის საკითხის მოწერიგებაში. სულ უფრო მეტად ხდება მიგრაციის საკითხების მენეჯმენტისთვის… Read More »

შვეიცარიის პრეზიდენტი: როცა საქმე ეხება ბლოკჩეინს ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა უელი მაურერმა CV Crypto Valley-ის სამიტზე ქალაქ ცუგში 27 მარტს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის სექტორისთვის რეგულაციების მიღება უნდა მოხდეს სწრაფად და ყველაფერი უნდა იყოს ზედმიწევნით გასაგები. მაურერი ასევე გახლავთ ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც. პრეზიდენტმა დაუდასტურა შეკრებილ ბლოკჩეინისა და კრიპტო სფეროს 1000-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს, რომ შვეიცარიის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება ახალი ტექნოლოგიების ფუნქციონირებისა… Read More »

ჩიკაგოს მერი: “კრიპტოვალუტის მიღება და დამკვიდრება გარდაუვალია”

ჩიკაგოს მერი, რაჰმ ემანუელი, მიმდინარე წლის 18 მარტს სიტყვით გამოვიდა მის ქალაქში გამართულ FinTank-ის ყოველწლიურ შეკრებაზე, სადაც მან კრიპტოვალუტაზე და ბლოკჩეინზე ისაუბრა. ბარაკ ობამას აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელი გაითქვა, როგორც ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ლიდერმა. ემანუელმა აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც მაგალითად ირანი და ვენესუელაა, სულ უფრო მეტად იყენებენ კრიპტოვალუტას რათა თავიდან აიცილონ დაწესებული სანქციები და… Read More »

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი კრიპტო გუნდს ქმნის

ჯეკ დორსიმ, Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გეგმავს დეველოპერების აყვანას ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შესაქმნელად. მან ასევე აღნიშნა, რომ ეძებს დიზაინერებსა და ინჟინერებს, რომლებმაც კრიპტო ეკოსისტემაში დაგეგმილ ახალ პროექტებზე უნდა იმუშაონ. თუმცა კრიპტო დეველოპერებს არ დაიქირავებს უშუალოდ Twitter-ი. დორსი გეგმავს მათ აყვანას მისი სხვა კომპანიის Square-ის საშუალებით. Square-მა უკვე შექმნა მობილური აპლიკაცია,… Read More »