Tag Archives: ბიტკოინი

ევროპის ცენტრალური ბანკი: კრიპტო აქტივები საფრთხეს ვერ უქმნის ფინანსურ სისტემას

ევროპაში ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლო გავლენის დასადგენად კრიპტოვალუტები საჭიროებენ “ფრთხილ მონიტორინგს”, თუმცა მათი მთლიანი ღირებულება ამ ეტაპზე არ არის ჯერ ისეთი, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნან არსებულ ფინანსურ სისტემას – ნათქვამია ECB-ის (European Central Bank – ევროპის ცენტრალური ბანკი) ანგარიშში. ეს ანგარიში – “კრიპტო აქტივები: ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა, მონეტარული პოლიტიკა, ანგარიშსწორება და ბაზრის ინფრასტუქტურა” – მიმდინარე წლის… Read More »

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა “სატოში ნაკამოტოს” უპასუხა

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა (U.S. Copyright Office) კრეგ ვრაიტს (Craig S. Wright) გასცა პასუხი მის მოთხოვნაზე იურიდიულად დაარეგისტრიროს საავტორო უფლებები ბიტკოინის White Paper-ზე  და ბიტკოინის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ ჩვენი პორტალი უკვე წერდა. მიმდინარე წლის 22 მაისს საავტორო უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პასუხში ვკითხულობთ: “როგორც წესი, როდესაც საავტორო უფლებების ოფისი იღებს რეგისტრაციისთვის აპლიკაციას, მოსარჩელე/მომთხოვნი ადასტურებს… Read More »

Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს

Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს. მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა აქტივების მართვის კომპანიამ, რომელიც 7 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გასული წლის ოქტომბერში შვილობილი კომპანია Fidelity Digital Assets შექმნა. კრიპტოვალუტის სფეროში  Fidelity Investment-ი წინ უსწრებს ყველა მსგავს აქტივების მართვის კომპანიას. საწყის ეტაპზე ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის სერვისი მხოლოდ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის იქნება შესაძლებელი. კომპანიის… Read More »

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში კრიპტოვალუტებზე და ფულის გათეთრებაზე

2019 წლის “ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ”, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ორ ნაწილად არის მომზადებული. პირველი უშუალოდ ეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემას, მეორე კი ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს. საქართველო ფულის გათეთრების მთავარ ქვეყნებს შორის არის დასახელებული. ანგარიშის მიხედვით ამ ჯგუფში შედიან ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტიკების კონტრაბანდიდან შემოსული ფულიც ხვდება.… Read More »

ამერიკის შემდეგ, კანადაც კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდას უშვებს

ონტარიოს ქალაქ ინისფილში (კანადა) დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც აძლევს საშუალებას ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტით გადაიხადონ ქონების გადასახადი. ინისფილის ქალაქის საბჭომ 27 მარტს დაამტკიცა ეს პროექტი. კრიპტოვალუტით გადახდების სფეროში მოღვაწე კომპანია Coinberry Pay-სთან თანამშრომლობით მოქალაქეები შეძლებენ ქონების გადასახადის გადახდას ბიტკოინით. კომპანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის კანადურ დოლარში გადახურდავებას, რითიც მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება მუნიციპალიტეტთან. იგეგმება, პროექტის გაფართოება, რის… Read More »

ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია

საბაზრო ეკონომიკა ბევრად ეფექტურია, ვიდრე სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივა, რადგან ის აძლევს მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლებას. სწორედ თავისუფალი ბაზარი აძლევს საშუალებას მეწარმეებს უფრო ეფექტურები იყვნენ და უპასუხონ მომხმარებლების მოთხოვნებს. რა თქმა უნდა ამის მიზეზი მეწარმეების მიერ საკუთარი შემოსავლების გაზრდაა, და არა სახელმწიფო წნეხი, რაც აიძულებს მათ ასიამოვნონ კლიენტებს. მაგრამ თუ ამის არ გჯერათ საკმარისია იაპონიის მაგალითს შეხედოთ… Read More »

WhatsApp-ით ბიტკოინის გაგზავნა იქნება შესაძლებელი

WhatsApp-ისა და ბიტკოინის ინტეგრაცია საბოლოოდ განხორციელდა. Wuabit არის კრიპტოვალუტის საფულე, რომელთან დაკავშირებაც აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს პირველი ნაბიჯია და საწყის ეტაპზე მხოლოდ ბიტკოინს ეხება. Wuabit-მა შექმნა სპეციალური ბოტი (bot), რომელიც დაემატება კონტაქტებს და სწორედ მასთან გაგზავნილი შეტყობინებით მოხდება ტრანზაქცია. მაგალითად, მომხმარებელი მიწერს ბოტს “გაუგზავნე 0.1 ბიტკოინი ჯონს” და… Read More »

დიდი ცვლილებები CoinMarketCap-ის მონაცემებში

კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემების მთავარმა წყარომ CoinMarketCap-მა (CMC) განაცხადა, რომ გადახედავს მისი წევრი ბირჟების რეიტინგების დადგენის მეთოდოლოგიას, მას შემდეგ რაც უკანასკნელმა კვლევამ გამოავლინა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესახებ არასწორი მონაცემები. კომპანიამ მიმდინარე წლის 25 მარტს ეს ოფიციალურად საკუთარი სოციალური მედიის გვერდზეც დაადასტურა. CMC არის ამ ინდუსტრიაში ყველაზე აღიარებული და სანდო წყარო ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო მოცულობისა და… Read More »

ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს

კომპანია Bitwise-ის ახალი კვლევის მიხედვით კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს. კვლევა წარედგინა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიას (Securities and Exchange Commission – SEC) გასულ კვირაში. გაანალიზებული იქნა მსოფლიოს 81 კრიპტოვალუტის ტოპ ბირჟა მათ მიერ ვაჭრობის მოცულობების თვალსაზრისით. ეს კვლევა ნაწილია აპლიკაციის, რომლითაც Bitwise-ი ითხოვს რეგულატორისგან ბიტკოინის ფონდით ვაჭრობის (Bitcoin exchange-traded fund… Read More »