აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ICO-ების პირველ გზამკვლევს აქვეყნებს

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) გამოსცა პირველი ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ის არწმუნებს სტარტაპებში ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის მოზიდვას ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების სახით, რომ კომისია მათ მიმართ იძულების ღონისძიებებს არ გაატარებს. კომისიამ, ასევე, გამოსცა ცალკე დოკუმენტი, სადაც განმარტებულია SEC-ის მომავალი გადაწყვეტილებების კრიტერიუმები ამ სფეროში. ეს პრეცენდენტული წერილი, რომელსაც ეწოდება “No… Read More »

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო სფეროს იურისტს ეძებს

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) მიმდინარე წლის 29 მარტს ვაჭრობისა და ბაზრების დეპარტამენტში გამოაცხადა იურიდიულ საკითხებში მრჩეველის ვაკანსია, რომელიც ასევე კრიპტო სფეროს სპეციალისტი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ოფიციალურად გამოქვეყნდა აშშ-ს ფედერალური დასაქმების პორტალზე. ახალი თანამშრომელის ძირითადი საქმიანობა იქნება კრიპტო და ციფრული ფასიანი აქტივების სფეროს მარეგულირებელი ინიციატივების მომზადება. განცხადების მიხედვით, კანდიდატს… Read More »

ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”

ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საკითხებში მინისტრმა – მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”. მან ეს მიმდინარე წლის 2 აპრილს ANON Blockchain Summit-ზე, კერძოდ, “მთავრობის როლი ბლოკჩეინის ერაში” პანელზე თქვა. აღსანიშნავია, რომ შრამბოეკი მინისტრობამდე ხელმძღვანელობდა ავსტრიის უდიდეს ფიქსირებული და მობილური ტელეფონების ოპერატორს – A1 Telekom Austria-ს. ბლოკჩეინის რეგულირებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ “ევროპას მუდმივად… Read More »

აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას განიხილავს

აშშ-ს კონგრესის წევრებმა დარენ სოტომ (დემოკრატიული პარტია, ფლორიდა) და უორენ დავიდსონმა (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ვირტუალური ვალუტების შესახებ ორი ახალი კანონპროექტი წარადგინეს: “H.R. 922 – 2019 წლის ვირტუალური ვალუტის მომხარებელთა დაცვის აქტი” (“H.R. 922 – Virtual Currency Consumer Protection Act of 2019”) და “H.R. 923 – 2019 წლის აშშ-ს ვირტუალური ვალუტის ბაზრისა და რეგულირების კონკურენციის აქტი”… Read More »

იაპონიის 13 ბანკმა ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციაში ინვესტირება განახორციელა

ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციამ MoneyTap, რომლის შემქმნელები არიან Ripple-ი და იაპონიის ფინანსური გიგანტი SBI Holdings-ი, 13 ადგილობრივი ბანკისგან დამატებითი ინვესტიციები მიიღო, ნათქვამია 28 მარტს გამოქვეყნებულ SBI Holdings-ის პრეს რელიზში. ინფორმაციის მიხედვით, პროექტის აქციონერები გახდნენ: Kiraboshi Bank, Shinsei Bank, Hokuriku Bank და კიდევ 10 ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტი. MoneyTap-ი 2018 წლის ნოემბერში შეიქმნა. ის მობილურის საშუალებით სწრაფი ფულადი… Read More »

PwC ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია

მსოფლიოს ოთხი უდიდესი აუდიტორული კომპანიიდან, PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია. მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, PwC-ი 40 ასეთ სპეციალისტს ეძებს. რაც შეეხება უდიდესი აუდიტორული კომპანიების დარჩენილ ნაწილს, არც ისინი ჩამორჩებიან. მაგალითად, Ernst & Young-ი 17, ხოლო Deloitte-ი 10 ასეთ პროფესიონალს ეძებს. ერთადერთი კომპანია უდიდესი ოთხეულიდან არის KPMG, რომელსაც ამ სფეროში ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული… Read More »

VKontakte.ru საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს

Facebook-ის მერე, რუსეთში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte.ru (VK) საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებია, წყაროს ხელში ჩაუვარდა VK-ს პრეზენტაცია, სადაც განხილულია, თუ როგორ დააგროვებენ ტოკენებს სოციალური ქსელის მომხმარებლები მათი აქტიურობის სანაცვლოდ. შემდგომ ამ ტოკენების დახარჯვა შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე, ასევე სხვა მომხმარებლებისთვის გადარიცხვა ან ჩვეულებრივ ფულზე გადაცვლა VK… Read More »

იაპონიის Amazon-ად წოდებული Rakuten-ი კრიპტობირჟას ქმნის

იაპონური ელექტრონული კომერციის გიგანტი Rakuten-ი საკუთარ კრიპტოვალუტის ბირჟას ქმნის. კომპანიის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, კრიპტობირჟა დაიწყებს ანგარიშების გახსნისთვის აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 15 აპრილიდან. Rakuten-ის საფულის გაშვება მოხდება ივნისში და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება ციფრული აქტივებით ვაჭრობა სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით. ანგარიშის გახსნა იქნება უფასო და მომხმარებლების თანხები შენახული იქნება ე.წ. “ცივ საფულეზე” (“cold wallet”).… Read More »

იაპონიის უდიდესი რკინიგზის ოპერატორი კრიპტოგადახდებს ნერგავს

კაზუჰირო ტოკიტამ, რომელიც არის იაპონური კრიპტობირჟა DeCurret-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 27 მარტს კრიპტოვალუტით გადახდის ახალი სისტემის შექმნის შესახებ განაცხადა. ამ ნოვაციით შესაძლებელი იქნება Suica-ს გადახდის ბარათების კრიპტოვალუტით შევსება. ბარათებს გასცემს East Japan Railway Company (JR East), რომელიც ყველაზე დიდი სარკინიგზო კომპანიაა იაპონიაში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მარტის მონაცემებით 70… Read More »

გერმანია, ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა

გერმანიის მთავრობამ წარმატებით დაასრულა Proof-of-Concept-ის (PoC) პროექტი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება და რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარის სისტემის მენეჯმენტისთვის შეიქმნა. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა შესაბამისი ანგარიში მიმდინარე წლის 26 მარტს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ოფისმა PoC-ი წარმატებით დატესტა, ამ ანგარიშში დადებითად შეფასდა ბლოკჩეინის გამოყენება ლტოლვილებისთვის თავშესაფარის საკითხის მოწერიგებაში. სულ უფრო მეტად ხდება მიგრაციის საკითხების მენეჯმენტისთვის… Read More »