იაპონია საკუთარი კრიპტოვალუტის – J Coin-ის გამოშვებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის გეგმავს

აპონური ბანკები გეგმავენ კრიპტოვალუტის გამოშვებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. ეს არის პასუხი ჩინური ინტერნეტ გიგანტის Alibaba-ს ნაბიჯზე, რომელმაც ჩინეთში უკვე დანერგა მობილურით ანგარიშსწორების სისტემა. იაპონური ბანკების კონსორციუმმა, რომელსაც თავში უდგას Mizuho Financial Group და Japan Post Bank, მოიპოვა მხარდაჭერა იაპონიის ცენტრალური ბანკისა და ფინანსური მარეგულირებლისგან ე.წ. J Coin-ის გამოშვებაზე. ეს იქნება ციფრული ვალუტა, რომლითაც… Read More »

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა “სატოში ნაკამოტოს” უპასუხა

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა (U.S. Copyright Office) კრეგ ვრაიტს (Craig S. Wright) გასცა პასუხი მის მოთხოვნაზე იურიდიულად დაარეგისტრიროს საავტორო უფლებები ბიტკოინის White Paper-ზე  და ბიტკოინის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ ჩვენი პორტალი უკვე წერდა. მიმდინარე წლის 22 მაისს საავტორო უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პასუხში ვკითხულობთ: “როგორც წესი, როდესაც საავტორო უფლებების ოფისი იღებს რეგისტრაციისთვის აპლიკაციას, მოსარჩელე/მომთხოვნი ადასტურებს… Read More »

ბიტკოინის ანონიმური შემქმნელი სატოში ნაკამოტო ცნობილია?

აშშ-ს საავტორო უფლების ოფისმა (U.S. Copyright Office) ბიტკოინის White Paper-ზე (ბიტკოინის შექმნის საფუძველი დოკუმენტი) და ბიტკოინის ორიგინალ პირველ კოდზე (Bitcoin code version 0.1) კრეგ ვრაიტის საავტორო უფლებების მოთხოვნა ოფიციალურად დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ ვრაიტი არის კომპანია nChain-ის მთავარი მეცნიერი. ეს ორგანიზაცია ერთერთი წამყვანია მსოფლიოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შექმნაში, განვითარებაში და მათთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საქმიანობაში. უკანასკნელ პერიოდში nChain-ი… Read More »

WhatsApp-ით უკვე ბიტკოინის, ლაითკიონისა და ეთერიუმის მიღება-გაგზავნაა შესაძლებელი

WhatsApp-ის მომხმარებლებს უკვე შუძლიათ ბიტკოინის, ლაითკიონის, ეთერიუმისა და ZTX-ის (სოციალური პლატფორმა Zulu Republic-ის ტოკენი) გაგზავნა და მიღება სპეციალური Lite.Im ბოტის საშუალებით. მიმდინარე წლის 19 მაისს ამის შესახებ Zulu Republic-მა Twitter-ზე განაცხადა. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის კრიპტოვალუტით სარგებლობას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი პორტალი უკვე დიდი ხანია აშუქებს WhatsApp-ის მიერ კრიპტოვალუტის გადახდის სისტემის ინტეგრირების გეგმებს.… Read More »

2019-ის პირველ კვარტალში კრიპტო ლობიზმში $42 მილიონი დაიხარჯა

აშშ და კრიპტო ლობიზმი ლობისტური საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, უამრავი ინდუსტრია და ადვოკატირების ჯგუფია კონცენტრირებული ტექნოლოგიურ საკითხებზე, მათ შორის: სარეკლამო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (Association of National Advertisers), Intuit, Mastercard, Alibaba, FreedomWorks, IBM, გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია (the Entertainment Software Association) და აშშ-ს საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის ჯგუფი (U.S. Public Interest Research Group). ლობისტური საქმიანობის ანგარიშში ფინტექის საკითხების… Read More »

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს

სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა შვეიცარიაში დააფუძნა ახალი ფინანსური სერვისების კომპანია – Libra Networks. ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ ჟენევის სავაჭრო რეესტრში (Geneva Commercial Register) მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შევიდა, რომელიც ამ უკანასკნელმა ოფიციალურად 2 მაისს დაარეგისტრირა. განაცხადის წარმდგენი არის Facebook-ის სათავო კომპანია Facebook Global Holdings-ი. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ახალ კომპანიას შემდეგი სერვისების შეთავაზება აქვს განზრახული: “ფინანსებისა… Read More »

Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს

Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს. მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა აქტივების მართვის კომპანიამ, რომელიც 7 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გასული წლის ოქტომბერში შვილობილი კომპანია Fidelity Digital Assets შექმნა. კრიპტოვალუტის სფეროში  Fidelity Investment-ი წინ უსწრებს ყველა მსგავს აქტივების მართვის კომპანიას. საწყის ეტაპზე ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის სერვისი მხოლოდ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის იქნება შესაძლებელი. კომპანიის… Read More »

ბანკის გამოშვებული პირველი კრიპტოვალუტა

საბანკო გიგნატმა JPMorgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება დააანონსა. JPM Coin-ი, როგორც მას ეწოდება, რამდენიმე თვეში გამოვა. ახალი კოინის ძირითადი ფუნქცია ბანკთაშორისი სწრაფი და იაფი გადარიცხვების უზრუნველყოფა იქნება. ეს სიახლე ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან JPMorgan-ის ხელმძღვანელი ჯემი დაიმონი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულებით კრიპტოვალუტის მიმართ. თუმცა ბანკის დეველოპერები დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის საკითხებზე და… Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საკუთარი ბლოკჩეინის ქსელი და ე.წ. “კვაზი კრიპტოვალუტა” შექმნეს, რომელსაც ეწოდება – “სასწავლო კოინი” (“Learning Coin”). მისი გამოყენება მხოლოდ ამ ორი ორგანიზაციის შიგნით იქნება შესაძლებელი და მას არ ექნება კონკრეტული ფულადი ღირებულება. “სასწავლო კოინი”-ს შექმნის მიზანია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის უკეთესად შესწავლა. ორგანიზაციები მას გამოიყენებენ ბლოგების, კვლევების, ვიდეო მასალისა და პრეზენტაციების… Read More »