Category Archives: საქართველო

ეროვნული ბანკის ინოვაციური ფინანსური პროდუქტების რეგულირების ლაბორატორია

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება დაამტკიცა. რეგულირების ლაბორატორია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შიდა ტესტირებების შემდეგ, რეალურ რეჟიმში, გამოსცადონ თავიანთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები. დებულება სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და… Read More »

კრიპტოვალუტით ოპერაციებისა და მაინინგის დაბეგვრა საქართველოში

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 28 ივნისის საჯარო გადაწყვეტილებაში №201 განმარტება გააკეთა კრიპტოაქტივისდა მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე. საჯარო გადაწყვეტილებით, სამინისტრომ იმსჯელა შემდეგ საკითხებზე: ა) კრიპტოაქტივისმიწოდების დღგ-ით დაბეგვრა (ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე გაცვლის ოპერაციები); ბ) კრიპტოაქტივისმიწოდების შედეგად მიღებული ნებისმიერი შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა; და გ) კრიპტოაქტივისმოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების… Read More »

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მუშაობას იწყებს

ხელოვნური ინტელექტისა და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურ სამუშაო პროცესს იწყებს. პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ მიმართულებით  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების… Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე აამოქმედა ფინანსური ინოვაციების ოფისი და რეგულირების ლაბორატორია. ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური… Read More »

კონფერენცია DevOps Inspire 2019

HT Solutions გიწვევთ კონფერენციაზე DevOps Inspire 2019 – DevOps-ის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე საქართველოში, რომელიც ჩატარდება 20 ივნისს თანამედროვე და უნიკალურ სასტუმროში ,,Rooms Hotel.” რა არის DevOps Inspire? კონფერენციის მიზანია მოახდინოს IT მენეჯერების შთაგონება გახდნენ ცვლილებების აგენტები თავის კომპანიებში და მოამზადოს ისინი DevOps პრაქტიკების დასანერგად პროფესიულ საქმიანობაში. DevOps Inspire წელს მეორედ ტარდება და ის ერთად კრებს… Read More »

საერთაშორისო კონფერენცია „კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა“

კიბერდანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და მასთან ბრძოლა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ასევე პრობლემატურია კიბერუსაფრთხოების ნორმებთან სრული თავსებადობის მიღწევა. თავსებადობა იცავს როგორც თქვენი კომპანიის ბიზნეს-უწყვეტობას, ასევე თქვენი მომხმარებლების მონაცემებსა და პერსონალურ ინფორმაციას პოტენციური შეტევების ან გაჟონვისაგან. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგები, რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი რეპუტაცია და სახელმწიფოს ან მარეგულირებლის მხრიდან სანქციები გამოიწვიოს. გარდა ამისა, კომპანიის თავსებადობა კიბერუსაფრთხოების… Read More »

2019-ის პირველ კვარტალში კრიპტო ლობიზმში $42 მილიონი დაიხარჯა

აშშ და კრიპტო ლობიზმი ლობისტური საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, უამრავი ინდუსტრია და ადვოკატირების ჯგუფია კონცენტრირებული ტექნოლოგიურ საკითხებზე, მათ შორის: სარეკლამო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (Association of National Advertisers), Intuit, Mastercard, Alibaba, FreedomWorks, IBM, გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია (the Entertainment Software Association) და აშშ-ს საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის ჯგუფი (U.S. Public Interest Research Group). ლობისტური საქმიანობის ანგარიშში ფინტექის საკითხების… Read More »

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში კრიპტოვალუტებზე და ფულის გათეთრებაზე

2019 წლის “ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ”, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ორ ნაწილად არის მომზადებული. პირველი უშუალოდ ეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემას, მეორე კი ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს. საქართველო ფულის გათეთრების მთავარ ქვეყნებს შორის არის დასახელებული. ანგარიშის მიხედვით ამ ჯგუფში შედიან ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტიკების კონტრაბანდიდან შემოსული ფულიც ხვდება.… Read More »

ევროპარლამენტარი: საქართველო კრიპტოვალუტის გამომუშავების ჰაბია, თუმცა არსებობს რისკები

ჩვენი საინფორმაციო პორტალი მუდმივად უზრუნველყოფს მკითხველს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროს უახლესი ინფორმაციიითა და სიღრმისეული ანალიზით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებსა და პროცესებს, რაზეც უამრავი მასალა გვაქვს უკვე გამოქვეყნებული. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად მიმოვიხილავთ და რასაც ჩვენი ქვეყანა ანგარიშს უნდა უწევდეს არის ევროკავშირთან თანამშრომლობა. სწორედ ამ ორგანიზაციის… Read More »

New York Times: “მთავრობა სუბსიდირებას უწევს Bitfury-ის, რომელიც უბრალოდ ძარცვავს გადასახადის გადამხდელებს”

საქართველო გახდა კრიპტოვალუტისა და მაინინგის ჰაბი. ხშირად, როდესაც ტენოლოგიური წინსვლები განიხილება, მთავარი აქცენტი კეთდება ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. საქართველოს მსგავსი ქვეყანა ძალიან იშვიათად თუ მოხვდება მსოფლიოს უზარმაზარ ტენოლოგიურ და ინოვაციურ რუქაზე. საქმე კი იმაშია, რომ ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულ გავლენას ახდენენ კრიპტო და ბლოკჩეინ ბიზნესზე. ჩვენი… Read More »