კონფერენცია DevOps Inspire 2019

By | June 5, 2019

HT Solutions გიწვევთ კონფერენციაზე DevOps Inspire 2019 – DevOps-ის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე საქართველოში, რომელიც ჩატარდება 20 ივნისს თანამედროვე და უნიკალურ სასტუმროში ,,Rooms Hotel.”

რა არის DevOps Inspire?

კონფერენციის მიზანია მოახდინოს IT მენეჯერების შთაგონება გახდნენ ცვლილებების აგენტები თავის კომპანიებში და მოამზადოს ისინი DevOps პრაქტიკების დასანერგად პროფესიულ საქმიანობაში.

DevOps Inspire წელს მეორედ ტარდება და ის ერთად კრებს 300 პროფესიონალს. ეს არის ადგილი, სადაც შეხვდებით DevOps ინჟინრებს, IT მენეჯერებს, CIO-ებს, სისტემურ ინჟინრებს, ქსელურ ინჟინრებს, დეველოპერებს, საერთაშორისო სპიკერებსა და გურუებს Microsoft, Delphix, Tricentis, Dynatrace, MicroFocus და სხვა მრავალი მიმართულებით.

რატომ უნდა დაინტერესდეთ?

კომპანიები, რომლებმაც დანერგეს DevOps პრინციპები, ვითარდებიან სწრაფად, არიან ინოვატორულები და ჩამოიტოვებენ კონკურენტებს. DevOps კულტურის დანერგვით, ეს კომპანიები ყველა სტეიკჰოლდერს – დაწყებული დეველოპმენტისა და განვითარების გუნდებიდან მენეჯმენტამდე – აერთიანებენ ერთი მიზნის გარშემო, რომელიც წარმოადგენს სანდო და საიმედო პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფას.

ღონისძიების ღირებულება 40$, თუმცა პრომოკოდის გამოყენებით: Inspire50 თქვენ მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას.

გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 300 მონაწილემდე.

ასე რომ დაჯავშნეთ თქვენი ადგილი აქ. დღის წესრიგი და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.