ტოკენების რეგულირება შვეიცარიაში

By | May 26, 2019

შვეიცარია, რომელიც ცნობილია საუკეთესო საბანკო სისტემითა და მკაცრი რეგულაციებით, უკვე დიდი ხანია ზედამხედველობს ICO-ების (initial coin offering – მონეტის პირველადი შეთავაზება), STO-ებისა (security token offering – ფასიანი ქაღალდი ტოკენების შეთავაზება) და კრიპტო კაპიტალის მოზიდვას.

FINMA-ს (შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი), რომელიც პასუხისმგებელია შვეიცარიაში რეგისტრირებული ICO-ებისა და STO-ების ზედამხედველობაზე, დამტკიცებული აქვს სავალდებული გზამკვლევი, რომელიც ყველა მსგავსი პროექტის განმახორციელებელმა უნდა დაიცვას.

ტოკენები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: ე.წ. payment tokens – cryptocurrency (ანგარიშსწორების ტოკენები – კრიპტოვალუტა), asset tokens – security tokens (აქტივი ტოკენები – ფასიანი ქაღალდი ტოკენები) და utility tokens (კომუნალური ტოკენები).

Asset tokens-ების რეგულირება შემოღებულ იქნა სანდო საინვესტიციო ინფორმაციის გავრცელების და მომხმარებლებისთვის შესაძლო რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად.

STO-ები ვალდებული არიან დააკმაყოფილონ FINMA-ს დადგენილი კრიტერიუმები; ეს უნდა იყოს დიდი რაოდენობით გაცემული ერთნაირი ღირებულების ტოკენები. CO-ს (Code of Obligations – ვალდებულებათა კოდექსი) მიხედვით მთავარი მოთხოვნაა ყველა ტოკენის ტრანსფერისა და მეწილეების შესახებ აღრიცხვის წარმოება და შენახვა. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წყალობით კი, ასეთი აღრიცხვის და ტრანზაქციების წარმოება ძალიან მარტივია.

Asset tokens-ები ძალიან ჰგავს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებს; შესაბამისად, CO-ს მიხედვით პროსპექტუსის (prospectus) გამოქვეყნება სავალდებულოა. FINMA-ს რეგულირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა AML-ის (anti money laundering – ფულის გათეთრების საწინააღმდეგო) რეგულაციებისა და ქცევის კოდექსის დაცვა STO/ ICO პროექტების მიერ.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პროექტების კონტროლის ასეთი მკაცრი მოთხოვნები აახლოვებს შვეიცარიას მალტასთან და გიბრალტართან, სადაც, ასევე, მკაცრია ამ სფეროზე ზედამხედველობა.

შვეიცარია დიდი ხანია ე.წ. “ბლოკჩეინისა და კრიპტო სამოთხის” სახელს იმკვიდრებს მსოფლიოში და პოზიციონირებს, როგორც მსოფლიოს ბლოკჩეინ დედაქალაქი. მიმდინარე წელს შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა ქვეყნის ბლოკჩეინ დედაქალაქად გადაქცევის გეგმა, სადაც ამ სფეროს სტარტაპებისთვის საუკეთესო პირობები შეიქმნება. ამას ადასტურებს შვეიცარიის პრეზიდენტის განაცხადებაც – “როდესაც საქმე ეხება ბლოკჩეინს, ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ”.

ჩვენი პორტალი დიდი ხანია ადევნებს თვალყურს შვეიცარიაში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ ასევე იხილოთ:
შვეიცარია გეგმავს კრიპტოვალუტა ტრადიციული რეგულირების სფეროში მოაქციოს