WhatsApp-ით უკვე ბიტკოინის, ლაითკიონისა და ეთერიუმის მიღება-გაგზავნაა შესაძლებელი

By | May 21, 2019

WhatsApp-ის მომხმარებლებს უკვე შუძლიათ ბიტკოინის, ლაითკიონის, ეთერიუმისა და ZTX-ის (სოციალური პლატფორმა Zulu Republic-ის ტოკენი) გაგზავნა და მიღება სპეციალური Lite.Im ბოტის საშუალებით. მიმდინარე წლის 19 მაისს ამის შესახებ Zulu Republic-მა Twitter-ზე განაცხადა. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის კრიპტოვალუტით სარგებლობას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი პორტალი უკვე დიდი ხანია აშუქებს WhatsApp-ის მიერ კრიპტოვალუტის გადახდის სისტემის ინტეგრირების გეგმებს.

მომხმარებელმა მხოლოდ WhatsApp-ზე Lite.Im ბოტი უნდა დაამატოს და მიყვეს ეკრანზე გამოტანილ მენიუს. კრიპტოვალუტის გაგზავნისა და მიღების გარდა ამ აპლიკაციას სხვა მრავალი ფუნქციაც აქვს. სერვისს ასევე გააჩნია ე.წ. “რეფერალების” პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომხარებლებს კრიპტოვალუტის გამომუშავებაც კი შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია ძირითადი ვალუტის განსაზღვრა, პაროლისა და ენის არჩევა. ამ ეტაპზე ორი ენის გამოყენებაა შესაძლებელი, ესენია – ინგლისური და ესპანური.

SMS-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციები კიდევ უფრო ამარტივებენ ციფრული ფულის მოხმარებასა და მასზე ხელმისაწვდომობას. Lite.Im-ს უკვე აქვს მსგავსი სერვისები Facebook Messenger-სა და Telegram-ზე.

კომპანიის განცხადების მიხედვით ე.წ. “სოციალურ მესეჯინგს” უზარმაზარი გავლენა აქვს კრიპტოვალუტის ფართო მიღებადობაზე. მხოლოდ WhatsApp-ს 1.5 მილიონი მომხმარებელი ყავს მსოფლიოს ყველა წერტილში. ეს კი თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს უხსნის მსოფლიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საერთოდ არ აქვს საბანკო მომსახურება, ან არ მიუწვდება მასზე ხელი.

WhatsApp-ი ერთადერთი კომპანია და აპლიკაცია არ არის, რომელმაც კრიტოვალუტის გადახდების ინტეგრირების, ან კიდევ უფრო მეტიც, საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების აუცილებლობა დაინახა; ასეთია: Facebook-ი,  VKontakte.ru (VK), Tencent, AliPay, Amazon Pay, Line, Yahoo Japan, და სხვ.

აქვე აღნიშვნის ღირსია 2014 წელს ჩინეთში მომხდარი ტექნოლოგიური რევოლუცია, როდესაც ყველაზე პოპულარულმა ჩინურმა ჩატის აპლიკაცია Tencent-მა დანერგა QR კოდით გადახდის სერვისი. ეს სერვისი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მან გადატრიალება მოახდინა ჩინეთში გადახდების სფეროში. სულ რაღაც 5 წელიწადში ამ სიახლემ სრულიად შეცვალა ჩინეთის ტექინდუსტრია და “უქეშო” გადახდის მეთოდი ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა ვიდრე Visa და Mastercard. ახლა კი, ტურიზმის წყალობით ეს რევოლუცია იაპონიაშიც მოხდა და  კიდევ უამრავ ქვეყანაში მოხდება.

ჩვენი პორტალი სისტემატიურად აშუქებს კრიპტოვალუტის განვითარების ამ მიმართულებას. გთხოვთ ასევე იხილოთ:
WhatsApp-ით ბიტკოინის გაგზავნა იქნება შესაძლებელი
Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს
VKontakte.ru საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს
ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია
ქაოსი – Telegram-ის კრიპტოვალუტა მეორად ბაზარზე იყიდება
Electron Cash-ის ახალი საფულე ფანრიან Nokia-ზეც იმუშავებს