ბიტკოინის ანონიმური შემქმნელი სატოში ნაკამოტო ცნობილია?

By | May 21, 2019

აშშ-ს საავტორო უფლების ოფისმა (U.S. Copyright Office) ბიტკოინის White Paper-ზე (ბიტკოინის შექმნის საფუძველი დოკუმენტი) და ბიტკოინის ორიგინალ პირველ კოდზე (Bitcoin code version 0.1) კრეგ ვრაიტის საავტორო უფლებების მოთხოვნა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

აღსანიშნავია, რომ ვრაიტი არის კომპანია nChain-ის მთავარი მეცნიერი. ეს ორგანიზაცია ერთერთი წამყვანია მსოფლიოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შექმნაში, განვითარებაში და მათთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საქმიანობაში. უკანასკნელ პერიოდში nChain-ი აქტიურად ლობირებს ბიტკოინიდან გამოყოფილი ახალი კრიპტოვალუტის Bitcoin SV-ს (Satoshi Vision) მიღებადობას.

ფსევდონიმი სატოში ნაკამოტო ჯერ კიდევ 2008 წელს  პირველად გამოყენებული იყო ბიტკოინის White Paper-ის ავტორის სახელად, ხოლო 2009-ის იანვარში ბიტკოინის კოდის ავტორის სახელად. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბიტკოინის ანონიმურ შემქმნელზე უამრავი ვერსია და ჭორი ვრცელდებოდა. კრეგ ვრაიტი აპირებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გადასცეს ბიტკოინის ასოციაციას, რომელიც ბიტკოინის ეკოსისტემის მხარდაჭერის საქმიანობას ახორციელებს და გლობალურად აერთიანებს ბიტკოინთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ასოციაცია ასევე უჭერს მხარს Bitcoin SV-ს და ფლობს მის პროგრამულ უზრუნველყოფას.

ასევე იხილეთ:

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა “სატოში ნაკამოტოს” უპასუხა