2019-ის პირველ კვარტალში კრიპტო ლობიზმში $42 მილიონი დაიხარჯა

By | May 20, 2019

აშშ და კრიპტო ლობიზმი

ლობისტური საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, უამრავი ინდუსტრია და ადვოკატირების ჯგუფია კონცენტრირებული ტექნოლოგიურ საკითხებზე, მათ შორის: სარეკლამო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (Association of National Advertisers), Intuit, Mastercard, Alibaba, FreedomWorks, IBM, გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია (the Entertainment Software Association) და აშშ-ს საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის ჯგუფი (U.S. Public Interest Research Group).

ლობისტური საქმიანობის ანგარიშში ფინტექის საკითხების ლობიზმით დაკავებული 80 კომპანიის ნახევარზე მეტმა დააფიქსირა კრიპტოვალუტა და მისი დაბეგვრა სამიანობის ძირითად მიმართულებად. ჯამურად, ამ 80 კომპანიას კრიპტოვალუტის ლობიზმზე მხოლოდ 2019 წლის პირველ კვარტალში $42 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული; და ეს მონაცემები სავარაუდოდ არ ასახავს სრულ სურათს, რადგან ბევრი კომპანია ახერხებს კანონმდებლობის მოთხოვნებისგან თავის არიდებას და არ წარადგენს თავიანთი ლობისტური საქმიანობის ანგარიშს.

აღნიშნული 80 კომპანიის მიერ დახარჯული $42 მილიონიდან კრიპტოვალუტის ლობიზმში აშშ-ს სავაჭრო პალატამ (U.S. Chamber of Commerce) დახარჯა ყველაზე მეტი – $16.4 მილიონი.

წარმოგიდგენთ ლობისტური ჯგუფებისა და კომპანიების სიას, რომლებმაც 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხები დახარჯეს კრიპტოვალუტის საკითხების ლობიზმში  (სია იწყება ყველაზე დიდი მხარჯველით და შედგენილია ხარჯვის კლებადობის მიხედვით):

ანგარიშში, ასევე, მოხვდა ლობისტური ჯგუფი – ბლოკჩეინის ასოციაცია (Blockchain Association). ასოციაციამ $100 000 თვითონ (ე.წ. in-house lobism) და $60 000 ლობისტური კომპანიის S-3 Group (government relations and public affairs firm – სახელწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია) საშუალებით დახარჯა. კიდევ ერთი, ანგარიშში მოხვედრილი ვირტუალური ვალუტის საკითხებზე მომუშავე ლობისტური ჯგუფია Coin Center. მან $140 000 დახარჯა ორი ლობისტური კომპანიის საშუალებით: RWC Inc. და Sternhell Group.

ბლოკჩეინის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიის გამოყენება ყველა ინდუსტრიაშია შესაძლებელი, რაც გაამარტივებს და დააჩქარებს ტრანზაქციებს და გამორიცხავს შუამავლებსა და მათთან დაკავშირებულ ხარჯებს. თუმცა, დღეს ბლოკჩეინ აპლიკაციები უამრავ მარეგულირებელ წინააღმდეგობას აწყდება, რადგან ეს პროდუქტები ძალიან ჰგავს სახელმწიფოების მიერ მკაცრად რეგულირებულ პროდუქტებს, როგორებიცაა, მაგალითად, აქციები, ობლიგაციები, ფუჩერსები, და სხვ.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) გამოსცა პირველი ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ის არწმუნებს სტარტაპებში ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის მოზიდვას ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების სახით, რომ კომისია მათ მიმართ იძულების ღონისძიებებს არ გაატარებს. კომისიამ, ასევე, გამოსცა ცალკე დოკუმენტი – ე.წ. გზამკვლევი, სადაც განმარტებულია SEC-ის მომავალი გადაწყვეტილებების კრიტერიუმები ამ სფეროში. ჩვენი პორტალის ერთგულ მკითხველს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა დეტალურად გაცნობოდა SEC-ის ახალ მოთხოვნებს. თუმცა, ინდუსტრია კმაყოფილი არ არის ამ ახალი მოთხოვნებით და ამტკიცებს, რომ SEC-მა ამ გზამკვლევით კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების გამო, ინდუსტრია ყველაზე მეტად ლობირებს აშშ-ს შტატ ოჰაიოს რესპუბლიკელი კონგრესმენის უორენ დევიდსონის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ციფრული ტოკენების ფასიანი ქაღალდების რეგულირების სფეროდან გამოყვანას, – ამბობს კრისტინ სმიტი ბლოკჩეინის ასოციაციიდან, “ეს საკანონდებლო ინიციატივა არის ჩვენი საქმიანობის ძირითადი ფოკუსი”.

საგადასახადო საკითხები არის კიდევ ერთი პრიორიტეტი, – განაგრძობს სმიტი, – ვინაიდან კრიპტოვალუტა შეიძლება განიხილონ, როგორც ფასიანი ქაღალდი, ფუჩერსის კონტრაქტი ან რაიმე სხვა პროდუქტი, მისი დაბეგვრის საკითხი ძალიან რთულდება და ინდუსტრიას იმედი აქვს, რომ ეს მალე გამარტივდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საგადასახადო სამსახურმა (US Internal Revenue Sevice – IRS) გამოაქვეყნა ციფრული კოინების დაბეგვრის გზამკვლევი. ჯერი ბრიტო Coin Center-იდან ამბობს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები აშშ-ს კონგრესში ხელს შეუწყობს ამ სფეროს მოწესრიგებას.

ჩვენმა პორტალმა საფუძვლიანად გაანალიზა ეს ახალი ინიციატივები და მათ შესახებ საინტერესო სტატიაც გამოქვეყნდა, კერძოდ, აშშ-ს კონგრესის წევრებმა დარენ სოტომ (დემოკრატიული პარტია, ფლორიდა) და უორენ დავიდსონმა (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ვირტუალური ვალუტების შესახებ ორი ახალი კანონპროექტი წარადგინეს: “H.R. 922 – 2019 წლის ვირტუალური ვალუტის მომხარებელთა დაცვის აქტი” (“H.R. 922 – Virtual Currency Consumer Protection Act of 2019”) და “H.R. 923 – 2019 წლის აშშ-ს ვირტუალური ვალუტის ბაზრისა და რეგულირების კონკურენციის აქტი” (“H.R. 923 – U.S. Virtual Currency Market and Regulatory Competitivenes Act of 2019”).

მთავარი გამოწვევა კანონმდებლებისა და მარეგულირებლებისთვის არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესახებ განათლების ნაკლებობა, ასევე, არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიერ ინვესტორების უფლებების შელახვა. “მე არ შემიძლია დავასახელო, კონკრეტულად ვინ ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტის განვითარებას, არც არავინ. უბრალოდ საკითხი კომპლექსური და რთულია და ეს იწვევს ამდენ გაუგებრობას”, – ამბობს სმიტი.

კიდევ ერთი ლობისტური კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტის საკითხებზე განათლების ამაღლებაზე მუშაობს არის Israel “Izzy” Klein of the Klein/Johnson Group. მათ პირველ კვარტალში ამ საქმიანობისთვის მიიღეს $70 000 ამერიკის ფასეულობის ინტერნეტის დაცვის კოალიციისგან (Coalition to Secure America’s Internet of Value), რომელიც წარმოადგენს კრიპტოვალუტის სტარტაპების კოალიციას.

აშშ-ს ეროვნული საწარმო კაპიტალის ასოციაციას (National Venture Capital Association – NVCA) სურს, დაეხმაროს SEC-ს უკეთესად დაიცვას კერძო ინვესტორები ICO-ების (მონეტის პირველადი შეთავაზება) დროს და ასევე, მათი მიზანია ხელი შეუწყონ კომპანიების ბლოკჩეინ პროდუქტების პორტფელის გაფართოვებას, – ამბობს ჯასტინ ფილდი, ჯგუფის სახელმწიფო სტრუქტირებთან ურთიერთობების საკითხებში ვიცე- პრეზიდენტი (vice president of government affairs). NVCA-მ 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმო კაპიტალის კომპანიებისთვის ლობიზმში $525 000 თავად დახარჯა (ე.წ. in-house lobism) და $60 000 გადაუხადა ლობისტურ კომპანიას Mehlman Castagnetti Rosen & Thomas ბლოკჩეინის საკითხების ადვოკატირებაში.

აშშ-ში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ლობირებაში უამრავი ორგანიზაციაა ჩართული და ძალიან დიდი რესურსები იხარჯება სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების მიერ. ჩვენმა პორტალმა ამ საკითხს დიდი სტატია მიუძღვნა – ვაშინგტონი და კრიპტო ლობიზმი, სადაც საფუძვლიანად არის განხილული ამ ფენომენის შექმნისა და თანამედროვე სამყაროში გამოყენების სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ, კრიტოვალუტასთან მიმართებაში აშშ-ში.

ლობიზმის მოკლე ისტორია

მმართველობით ორგანოებთან და კანონმდებლებთან ურთიერთობა მრავალი საუკუნის წინ გახდა კომპანიებისა და ინტერეს ჯგუფების პრიორიტეტი. სწორედ მათთან ურთიერთობისთვის 400 წლის წინ ინგლისში გაჩნდნენ პირველი ლობისტები (ე.წ. “პეტიციონერები”, “petitioners”). მათ ქირაობდნენ იმ დროის უძლიერესი ვაჭრები და სავაჭრო ორგანიზაციები (ე.წ. გილდიები, “guilds”, “livery companies”). ვაჭრებს არ ჰქონდათ დრო და გამოცდილება (ისინი კომერციის პროფესიონალები იყვნენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდათ) დღე და ღამე ეტარებინათ ვესტმინტერის დიდი სასახლის დერეფნებში, სადაც მიიღებოდა ყველა გადაწყვეტილება. ლობისტები კი მუდმივად სახელმწიფო და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობდნენ, დეტალურად ადევნებდნენ თვალს მოვლენების განვითარებას, იცნობდნენ ყველა საჭირო ადამიანს, მათი მეუღლეებისა და ახლო ნათესავების ჩათვლით. აქედან გაჩნდა ლობიზმი და ამდენი საუკუნის მანძილზე მსოფლიოსა და ბიზნესის განვითარებასთან ერთად თანამედროვე ლობიზმიც წარმოუდგენლად განვითარდა.

დღეს საქართველოში ლობისტი წარმოუდგენიათ, როგორც “საქმის ჩამწყობი” (ე.წ. “fixer”, განვითარებულ სამყაროში ამ ტიპის ადამიანებსაც აქვთ დეფინიცია), მას არაფერი საერთო არ აქვს ლობიზმთან.

თანამედროვე ლობიზმი სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა და ის ყველა ტიპის კომპანიის საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია, როგორც მარკეტინგი, იურიდიული სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ფინანსები და სხვ. მეტიც, ლობიზმით არიან დაკავებული არასამთავრობო, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სფეროებში მოქმედი ორგანიზაციები. ეს ხომ თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა ტიპის ორგანიზაციას ემსახურება მიზნების მიღწევაში, რისკებისგან თავის დაზღვევასა და სასურველი საგადასახადო და რეგულირების რეჟიმების მოპოვებაში. მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რამდენიმე სერიოზული ლობისტური ჯგუფი დაიქირავა აშშ-ს კონგრესთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება.

საქართველო და ლობიზმი

საქართველოშიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ლობიზმი, თუმცა ამ სფეროს ექსპერტები თითზე ჩამოსათვლელია. რადგან უცხოეთშიც არ არსებობს საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც ამ სპეციალობის კადრებს მოამზადებენ, მათი დახელოვნება სწორედ დიდ კორპორაციებზე და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის შედეგად ხდება. ეს ორივე კომპონენტი, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან გამოცდილებასთან ერთად, აუცილებელია კარგი ლობისტისთვის.

აღასანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მაგალითად, კომპანია IGROUP-ი, რომელიც ლობისტურ მომსახურებას, კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას სთავაზობს კლიენტებს. მათი კლიენტები არიან Philip Morris-ი და მსხვილი ბიზნეს ასოციაციები. კომპანია სამ ძირითად მიმართულებას ფარავს: (1) იურუდიული მომსახურება, (2) სახელმწიფო სტრუქტურებთნ ურთიერთობა და საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება, (3) საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. IGROUP-ი მუშაობს ოფიციალურ პირებთან, ბიუროკრატიის ყველა დონეზე, რათა განავითაროს ინოვაციური რეგულირების მიდგომები, დაითანხმოს შესაბამისი უწყებები, შესწორებები შეიტანონ ან რეინტერპრეტაცია გაუკეთონ კანონმდებლობას; ურჩევენ კლიენტებს, როგორ გაიაზრონ უკეთ და მოემზადონ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე, მიმართულება მისცენ და გავლენა იქონიონ საჯარო დებატებზე ცვლილებების შემუშავების პროცესში, რაც ეხმარება მათ წარმატებით მიაღწიონ დასახულ ბიზნეს მიზნებს.

კომპანიის ექსპერტები ფლობენ სპეციალურ და უნიკალურ გამოცდილებას ევროინეგრაციის საკითხებში და შეუძლიათ ევრო სტანდარტებთან დაახლოების პროცესის მართვა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.

რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს ადვოკატირებასა და რეპუტაციის ფორმირებას, რაც განპირობებულია პოლიტიკური და საკანონმდებლო რისკების საკითხებში სპეციალიზირებული ექსპერტული გამოცდილებით. კლიენტებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერისა და ექსპერტული ცოდნის უზრუნველსაყოფად, IGROUP-ს ექსკლუზიური პარტნიორული ურთიერთობები აქვს ლობიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან. კომპანია ხელმძღვანელობს ადგილობრივი ბაზრის გამოცდილებითა და ამდიდრებს მას საერთაშორისო ექსპერტული ცოდნითა და უნარებით – ეს კი, კლიენტებისთვის განსაკუთრებული მომსახურების გაწევისა და კრეატიული გადაწყვეტილებების შეთავაზების საშუალებას იძლევა. კომპანია კონსულტაციას უწევს სხვადასხვა პროფილის კლიენტებს, დაწყებული ტრანსნაციონალური კომპანიებით და დამთავრებული ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებით, სავაჭრო წარმომადგენლობებით, ბიზნეს ასოციაციებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

IGROUP-ის ძლიერი მხარეებია: პოლიტიკის ანალიზი და გზავნილების ჩამოყალიბება; პროცესის ძირითად მონაწილეებთან ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა განსაზღვრა და მათი შეთანხმება; საკანონმდებლო და მარეგულირებელი სტრატეგია; კოალიციების შექმნა და კავშირების დამყარება; საერთაშორისო ექსპერტული გამოცდილება; ინტერნეტისა და სოციალური მედიის საშუალებით ადვოკატირება. თუმცა, საქართველოში ამ სფეროს განვითარების მთავარ პრობლემად მაინც ლობიზმზე განათლების ნაკლებობა შეიძლება აღინიშნოს. საბჭოთა აღქმის გადმონაშთი საზოგადოების უმეტესობას არ აძლევს საშუალებას თანამედროვე თვალით შეხედონ ადვოკატირებასა და ლობიზმს და ძირითადად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს უყურებენ, როგორც “საქმის ჩამწყობებს” (ე.წ. “fixer”, განვითარებულ სამყაროში ამ ტიპის ადამიანებსაც აქვთ დეფინიცია), რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვს ლობიზმთან. თანამედროვე ლობიზმი სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა და ის ყველა ტიპის კომპანიის საქმიანობის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, როგორც მარკეტინგი, იურიდიული სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ფინანსები და სხვ.

ვაშინგტონი და კრიპტო ლობიზმი

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ICO-ების პირველ გზამკვლევს აქვეყნებს

აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას განიხილავს