Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს

By | May 10, 2019

Fidelity Investment-ი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს. მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა აქტივების მართვის კომპანიამ, რომელიც 7 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გასული წლის ოქტომბერში შვილობილი კომპანია Fidelity Digital Assets შექმნა.

კრიპტოვალუტის სფეროში  Fidelity Investment-ი წინ უსწრებს ყველა მსგავს აქტივების მართვის კომპანიას. საწყის ეტაპზე ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის სერვისი მხოლოდ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის იქნება შესაძლებელი.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 2 მაისს გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ ინსტიტუციური ინვესტორების 47% კრიპტოვალუტაში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

“მომდევნო თვეებში ჩვენ გავაგრძელებთ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სერვისების შეთავაზებას ჩვენი კლიენტების, იურისდიქციებისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად. საწყის ეტაპზე ჩვენი ფოკუსი ბიტკოინზეა, თუმცა სამომავლოდ სერვისების არეალი გაიზრდება,” – განაცხადა არლენ რობერტსმა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.