იაპონიის 13 ბანკმა ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციაში ინვესტირება განახორციელა

By | April 2, 2019

ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციამ MoneyTap, რომლის შემქმნელები არიან Ripple-ი და იაპონიის ფინანსური გიგანტი SBI Holdings-ი, 13 ადგილობრივი ბანკისგან დამატებითი ინვესტიციები მიიღო, ნათქვამია 28 მარტს გამოქვეყნებულ SBI Holdings-ის პრეს რელიზში.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის აქციონერები გახდნენ: Kiraboshi Bank, Shinsei Bank, Hokuriku Bank და კიდევ 10 ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტი.

MoneyTap-ი 2018 წლის ნოემბერში შეიქმნა. ის მობილურის საშუალებით სწრაფი ფულადი გადარიცხვების აპლიკაციაა და ეფუძნება Ripple-ის ბლოკჩეინს xCurrent. მის ოფიციალურ გამოშვებამდე SBI Holdings-მა იაპონიის მარეგულირებლისგან “ელექტრონული გადარიცხვების სერვისების” ოპერატორის ლიცენზია მიიღო.

დასაწყისში პროექტში მხოლოდ სამი იაპონური ბანკი მონაწილეობდა: SBI Sumishin Net Bank, Suruga Bank და Resona Bank. წლის ბოლომდე დაგეგმილია ამ კონსორციუმში კიდევ 61 იაპონური ბანკის გაერთიანება, რაც თავის მხრივ ქვეყნის საბანკო სექტორის 80%-ს მოიცავს.

Ripple-ის მიერ შექმნილი გადარიცხვებისა და ანგარიშსწორების ამ სისტემის გამოყენება შეიძლება, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ინტერნეტბანკინგის ტრანზაქციებისთვის. ესპანური, ბრაზილიური, ამერიკული და პოლონური ბანკები იყენებენ Ripple-ის xCurrent-ს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის.

ასევე იხილეთ:

იაპონიის უდიდესი რკინიგზის ოპერატორი კრიპტოგადახდებს ნერგავს

ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია