PwC ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია

By | April 1, 2019

მსოფლიოს ოთხი უდიდესი აუდიტორული კომპანიიდან, PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ბლოკჩეინის სპეციალისტების ყველაზე დიდი დამქირავებელია. მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, PwC-ი 40 ასეთ სპეციალისტს ეძებს.

რაც შეეხება უდიდესი აუდიტორული კომპანიების დარჩენილ ნაწილს, არც ისინი ჩამორჩებიან. მაგალითად, Ernst & Young-ი 17, ხოლო Deloitte-ი 10 ასეთ პროფესიონალს ეძებს. ერთადერთი კომპანია უდიდესი ოთხეულიდან არის KPMG, რომელსაც ამ სფეროში ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული არ აქვს.

სხვადასხვა სფეროში მოთხოვნადი პროფესიების ანალიზი ძირითადად ხდება ვაკანსიების მსოფლიოში პოპულარულ ვებგვერდზე, კერძოდ Indeed-ზე, არსებული ინფორმაციით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტექ-გიგანტები, როგორიცაა IBM  და Oracle, თითოეული 10-ზე მეტ ბლოკჩეინის სპეციალისტს ეძებს.

ასევე იხილეთ:

Facebook-ი ბლოკჩეინის სპეციალისტების აყვანას აგრძელებს