VKontakte.ru საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს

By | March 31, 2019

Facebook-ის მერე, რუსეთში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte.ru (VK) საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებია, წყაროს ხელში ჩაუვარდა VK-ს პრეზენტაცია, სადაც განხილულია, თუ როგორ დააგროვებენ ტოკენებს სოციალური ქსელის მომხმარებლები მათი აქტიურობის სანაცვლოდ. შემდგომ ამ ტოკენების დახარჯვა შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე, ასევე სხვა მომხმარებლებისთვის გადარიცხვა ან ჩვეულებრივ ფულზე გადაცვლა VK Pay-ის საშუალებით.

VK Pay არის ნაღდი ფულის გარეშე, ე.წ. “უქეშო”, ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც VK-ს მომხმარებლებს მესიჯებით ფულის გაგზავნის საშუალებას აძლევს, თუმცა ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მიბმულია კერდიტ და დებეტ ბარათებზე. ასევე შესაძლებელი იქნება VK-ს კრიპტოვალუტის გაგზავნა სოციალურ ქსელში პოსტების ავტორებისთვის.

VK არის რუსეთში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა და მისი მომხმარებლების რიცხვი 50 მილიონს აღწევს.  Amazon Alexa-ს მიხედვით VK რუსეთში მესამე პოპულარული ვებგვერდია youtube-ისა და yandex-ის შემდეგ.

აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს არ არის მოკლებული, რადგან VK-ს დამფუძნებელი პაველ დუროვი არის ასევე კრიპტო ენთუზიასტების საყვარელი პრივატულობაზე ორიენტირებული ჩატის აპლიკაცია Telegram-ის შემქმნელი, რომლის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვებაზე შარშან ბევრი ითქვა. ჩვენი პორტალიც წერდა Telegram-ის მიერ საჯარო მონეტის შეთავაზების (initial public offering – IPO) გაუქმების შესახებ.

ის ფაქტი, რომ Facebook-იც დიდი ხანია მუშაობს ბლოკჩეინის პროექტებზე და კრიპტოვალუტის შექმნაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი დიდი სოციალური ქსელების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა მხოლოდ დროის საკითხია.

ასევე იხილეთ:

Facebook-ი ბლოკჩეინის სპეციალისტების აყვანას აგრძელებს

Facebook-ი ბლოკჩეინის განყოფილებას ამატებს

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს

ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია