იაპონიის Amazon-ად წოდებული Rakuten-ი კრიპტობირჟას ქმნის

By | March 31, 2019

იაპონური ელექტრონული კომერციის გიგანტი Rakuten-ი საკუთარ კრიპტოვალუტის ბირჟას ქმნის. კომპანიის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, კრიპტობირჟა დაიწყებს ანგარიშების გახსნისთვის აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 15 აპრილიდან. Rakuten-ის საფულის გაშვება მოხდება ივნისში და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება ციფრული აქტივებით ვაჭრობა სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით. ანგარიშის გახსნა იქნება უფასო და მომხმარებლების თანხები შენახული იქნება ე.წ. “ცივ საფულეზე” (“cold wallet”).

კომპანიამ 25 მარტს მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებლისგან – Financial Services Agency (FSA), რომლის შესაბამისად მას კრიპტობირჟის ოპერირების უფლება მიენიჭა.

Rakuten-მა ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში 2.4$ მილიონად შეიძინა კრიპტობირჟა, რომელსაც იმ დროს ეწოდებოდა “Everybody’s Bitcoin”. კომპანიამ მაშინ განაცხადა: “იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ კრიპტოვალუტით ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, საჭიროა კრიპტობირჟის სერვისის შეთავაზებაც. ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ელექტრონულ კომერციაში, ყოველდღიურ საცალო გაყიდვებში და P2P გადახდებში კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება”.

მიმდინარე წლის თებერვალში Rakuten-მა განაცხადა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას Rakuten Coin-ს გამუშვებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ახალ კრიპტოვალუტას უწოდა “საზღვრების გარეშე” ვალუტა. იგეგმება გლობალური კლიენტების მოზიდვაც.

Rakuten-ს, რომელსაც იაპონიის Amazon-ს უწოდებენ, მსოფლოს მასშტაბით ყავს უამრავი კლიენტი და ყოველწლიური ბრუნვა 8$ მილიარდს აღემატება. მისი ლოიალობის პროგრამა უკვე 15 წელია არსებობს და ამ წლების განმავლობაში უკვე 9.1$ მილიარდი გასცა. იდეის მიზანია კომპანიის მიერ ბიზნესის გააფართოვება და ბლოკჩეინის ახლად შექმნილი პოპულარული ტექნოლოგიის შეძლობების სრულად გამოყენება.

Rakuten-მა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში VCEX-ისთვის აპლიკაციას წარადგენს, რომელიც მას კრიპტოვალუტის საფულის ოპერირებისთვის ესაჭიროება. VCEX-ის ლიცენზია მისცემს კომპანიას საშუალებას აღარ გამოიყენოს ისეთი შუამავლები, როგორიცაა მაგალითად PayPal-ი და ცენტრალიზებული ბანკები.