იაპონიის უდიდესი რკინიგზის ოპერატორი კრიპტოგადახდებს ნერგავს

By | March 31, 2019

კაზუჰირო ტოკიტამ, რომელიც არის იაპონური კრიპტობირჟა DeCurret-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 27 მარტს კრიპტოვალუტით გადახდის ახალი სისტემის შექმნის შესახებ განაცხადა.

ამ ნოვაციით შესაძლებელი იქნება Suica-ს გადახდის ბარათების კრიპტოვალუტით შევსება. ბარათებს გასცემს East Japan Railway Company (JR East), რომელიც ყველაზე დიდი სარკინიგზო კომპანიაა იაპონიაში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მარტის მონაცემებით 70 მილიონზე მეტი Suica-ს ბარათია გაცემული. Suica-თი მომხარებლებს შეუძლიათ, როგორც ტრანსპორტში სარგებლობა, ასევე სერვისების და საქონლის ყიდვა. შესაბამისი ლიცენზია DeCurret-მა იაპონიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებლისგან (Financial Services Agency – FSA) უკვე მიიღო.