გერმანია, ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა

By | March 30, 2019

გერმანიის მთავრობამ წარმატებით დაასრულა Proof-of-Concept-ის (PoC) პროექტი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება და რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარის სისტემის მენეჯმენტისთვის შეიქმნა. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა შესაბამისი ანგარიში მიმდინარე წლის 26 მარტს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ოფისმა PoC-ი წარმატებით დატესტა, ამ ანგარიშში დადებითად შეფასდა ბლოკჩეინის გამოყენება ლტოლვილებისთვის თავშესაფარის საკითხის მოწერიგებაში.

სულ უფრო მეტად ხდება მიგრაციის საკითხების მენეჯმენტისთვის ბლოკჩეინის გამოყენება  და ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრექსიტის შემდგომ ევროპაში.

PoC-ი ორ ძირითად ბლოკჩეინის აპლიკაციაში გამოიყენეს: პირველი – ზუსტი და სანდო ციფრული პირადობების შექმნა ლტოლვილებისთვის, და მეორე – კომუნიკაციის გაუმჯობესება მუნიციპალურ და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის. ამ პროექტში ეთერიუმზე დაფუძნებული ბლოკჩეინი გამოიყენეს.

კვლევებისა და ტესტირების შემდგომ გაკეთდა დასკვნა, რომ ციფრული იდენტიფიცირების სისტემის შექმნისთვის ბლოკჩეინის გამოყენება პოზიტიურ გავლენას იქონიებს მთელ ევროპაზე. “ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ევროპული ფედერალიზმის ციფრული შესაძლებლობა თავშესაფარის საკითხის კონტექსტში”, – ნათვამია ანგარიშში.

კვლევებისა და ტესტირების შემდგომ გაკეთდა დასკვნა, რომ ციფრული იდენტიფიცირების სისტემის შექმნისთვის ბლოკჩეინის გამოყენება პოზიტიურ გავლენას იქონიებს მთელ ევროპაზე. “ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ევროპული ფედერალიზმის ციფრული შესაძლებლობა თავშესაფრის საკითხის კონტექსტში”, – ნათვამია ანგარიშში.

მთავრობის გარდა, კერძო კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ბლოკჩეინსა და კრიპტო სფეროში. გერმანიის მეორე სიდიდით ბირჟა Börse Stuttgart-მა ახალი პარტნირობის შესახებ განაცხადა. კომპანია ციფრულ გამომცემლობა Axel Springer-თან და ამ უკანასკნელის შვილობილ კონცერნ finanzen.net-თან ერთად შექმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმას, – ნათქვამია 27 მარტს გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრეს რელიზში. ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გაჟონა ინფორმაციამ, თუმცა ახლა ეს ოფიციალურად საჯაროდ დადასტურდა.

პროექტის მიხედვით შეიქმნება ციფრული აქტივების უსაფრთხო სავაჭრო პლატფორმა, რომელსაც გამოიყენებენ როგორც  კერძო, ისე ინსტიტუციური ინვესტორები. ერთობლივი კომპანიის ცენტრალური ოფისი შტუდგარტში იქნება და ასევე წარმომადგენლობა გაიხსნება ბერლინში. პრეს რელიზის მიხედვით ახალი კრიპტო ბირჟის 70%-იანი წილი ექნება Börse Stuttgart-ს, ხოლო დარჩენილი 30%-ის მფლობელები იქნებიან კომანია Axel Springer-ი და ფინანსური სიახლეების ინტერნეტ პორტალი finanzen.net-ი.

კრიპტობირჟა გააერთიანებს ამ სამი კომპანიის გამოცდილებას. Börse Stuttgart-ი უზრუნველყოფს სანდო და გამჭირვალე სავაჭრო მექანიზმს; გერმანიის უდიდესი ონლაინ ფინანსური პორტალი დაკავდება კვლევითა და მომხმარებლებისთვის ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფით; ევროპის ტოპ ციფრული გამომცემელი Axel Springer-ი კი დაეხმარება კრიპტობირჟას მდგრადი ციფრული მოდელების შექმნაში.

კრიპტოვალუტის სფეროში გერმანიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ასევე იხილეთ:

გერმანიაში იხსნება პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის

ბლოკჩეინის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ასევე იხილეთ:

ბლოკჩეინი და მისი მომავალი

ბლოკჩეინი და მისი მომავალი – ჩინეთი