Facebook-ი ბლოკჩეინის სპეციალისტების აყვანას აგრძელებს

By | March 29, 2019

Facebook-ის სათავო ოფისმა (მელნო პარკი, კალიფორნია) 29 მარტს ბლოკჩეინის დეპარტამენტში გამოაცხადა 5 ვაკანსია. კერძოდ, ზრდის პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, მონაცემების სპეციალისტი, პროგრამირების სპეციალისტი და ბიზნეს ოპერაციების სპეციალისტი. ჩვენი პორტალი უკვე წერდა კომპანიის მიერ კრიპტოვალუტის შექმნაზე და ბლოკჩეინის განყოფილების შესახებ.

სამუშაოს აღწერილობის მიხედვით შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, თუ რა მიმართულებით გეგმავს კომპანია ტექნოლოგიის იმპლემენტაციას: “ბლოკჩეინის გუნდი არის სტარტაპი Facebook-ში და ჩვენ ვიკვლევთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებას. ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს ისეთი პროდუქტებისადმი წვდომაში, რაც მათ აქამდე არ ჰქონდათ – ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვა, ფინანსური სერვისები, ან ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახალი გზები”.

უახლოეს წარსულში კომპანიამ ასევე აიყვანა იურისტი ბლოკჩეინსა და გადახდების საკითხებში. მისი ფუნქცია ბლოკჩეინის ინიციატივებთან დაკავშირებული კონტრაქტების შედგენა და მოლაპარაკებების წარმოებაა; ასევე, კლიენტებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციის გაწევა. სულ ბლოკჩეინის დეპარტამენტში უკვე 20-ზე მეტი ვაკანსია შეივსო.

Facebook-მა 2018 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მეტამორფოზა გაიარა. კომპანია, რომელმაც კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა, სავარაუდოდ განიხილავს ე.წ. stablecoin-ის გამოშვებას, რომლის გამოყენება მის მფობელობაში არსებული WhatsApp-ის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

ჩვენი პორტალი წერდა ჩინეთში 2014 წელს მომხდარი ტექნოლოგიური რევოლუციის შესახებ, როდესაც ყველაზე პოპულარულმა ჩინურმა ჩატის აპლიკაცია Tencent-მა დანერგა QR კოდით გადახდის სერვისი. ეს სერვისი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მან გადატრიალება მოახდინა ჩინეთში გადახდების სფეროში. სულ რაღაც 5 წელიწადში ამ სიახლემ სრულიად შეცვალა ჩინეთის ტექინდუსტრია და “უქეშო” გადახდის მეთოდი ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა ვიდრე Visa და Mastercard. და ახლა, ტურიზმის წყალობით ეს რევოლუცია მოხდა იაპონიაშიც და მოხდება კიდევ უამრავ ქვეყანაში.

Facebook-ის კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში ჩართვა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ამ სფეროზე. ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ კომპანიაში მიმდინარე პროცესებს და მომავალშიც უამრავ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

Facebook-ი ბლოკჩეინის განყოფილებას ამატებს

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს

ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია