ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია

By | March 28, 2019

საბაზრო ეკონომიკა ბევრად ეფექტურია, ვიდრე სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივა, რადგან ის აძლევს მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლებას. სწორედ თავისუფალი ბაზარი აძლევს საშუალებას მეწარმეებს უფრო ეფექტურები იყვნენ და უპასუხონ მომხმარებლების მოთხოვნებს.

რა თქმა უნდა ამის მიზეზი მეწარმეების მიერ საკუთარი შემოსავლების გაზრდაა, და არა სახელმწიფო წნეხი, რაც აიძულებს მათ ასიამოვნონ კლიენტებს. მაგრამ თუ ამის არ გჯერათ საკმარისია იაპონიის მაგალითს შეხედოთ და დარწმუნდებით რა შეუძლია თავისუფალ ბაზარს ცოტა ტექნოლოგიის დახმარებით.

უკანასკნელ წლებში იაპონია გახდა ჩინელი ტურისტების საყვარელი მიმართულება. მაგრამ როგორც ადგილობრივმა ბიზნესმა აღმოაჩინა მათი გადახდის საშუალებები ვერ აუდიოდა და აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და ამ საქმეში ჩაერთენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა AliPay, Amazon Pay, Line, Yahoo Japan და რამდენიმე უდიდესი იაპონური ბანკი. ახლა ბიზნესები ნებისმიერი ფორმით გადახდის საშუალებას აძლევენ საკუთარ კლიენტებს და ყველაზე დიდი სიახლე აქ “უქეშო” გადახდის ფორმაა და ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ეს საკუთარი სმარტფონით გააკეთოს. ამას “QR კოდის” ან “უქეშო” რევოლუცია ეწოდა.  ყველაფრის ინიციატორი და ბიძგის მიმცემი კი მომხმარებლები იყვნენ.

2017 წელს 7 მილიონზე მეტი ჩინელი ესტუმრა იაპონიას და ამ ციფრმა ყველა სხვა ქვეყნიდან ჩასულ ვიზიტორთა რიცხვს გადააჭარბა. ამდენი ტურისტი კი უამრავი ფულის შემოსვლას გულისხმობს და მხოლოდ დროის საკითხი იყო, რომ იაპონურ ბიზნესებს დაეწყოთ ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რათა უკეთესი სერვისები შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ამ მიმართულებით იყო ის, რომ იაპონია ვერ თავაზობდა ჩინელ ვიზიტორებს ე.წ. “უქეშო” გადახდის ფორმას.

დაინახეს რა შესაძლებლობები, ადგილობრივმა კომპანიებმა დაიწყეს ბიზნესებისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება, რათა უფრო მომხიბვლელი გამხდარიყვნენ ჩინელი ვიზიტორებისთვის. ერთერთი ყველაზე პოპულარული არის QR კოდის სისტემა, რომელიც ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩიპებიანი საბანკო ბარათები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ფორმის გადახდა ჯერ კიდევ სათანადოდ პოპულარული არ არის ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორებისთვის, ჩინელებისთვის ეს ძირითადი გადახდის ფორმაა და სწორედ მას ამჯობინებენ. რაც უფრო იზრდება ჩინელი ვიზიტორების რიცხვი, სულ უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნესი ნერგავს ამ ახალ გადახდის ფორმას საკუთარ საქმიანობაში.

მართალია ჩინელები იყვნენ ამ ცვლილებების მიზეზი, მაგრამ ეს სისტემა მუშაობს ყველგან და ყველასთვის. საქმე იმაშია, რომ QR კოდი იმდენად მოხერხებულია, რომ ის იძლევა ყველანაირი და ყველა გადახდის გაკეთების საშუალებას ყველასთვის მხოლოდ სმარტფონის საშუალებით.

ვინაიდან ამ ტიპის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, სულ უფრო მეტი სტარტაპი ჩნდება, რომელიც თავაზობს ბიზნესებს მომხმარებლებისთვის უფრო მეტი არჩევანის შეთავაზების საშუალებას. იაპონიაში ახლა ყველგან არის შესაძლებელი ტურისტმა გადაიხადოს ანგარიში QR კოდით საკუთარ სმარტფონზე. მას შემდეგ რაც მოხდა QR კოდის სკანირება, მომხმარებელს შუძლია გამოიყენოს უამრავი წამკითხავი აპლიკაცია, რომ აირჩიოს გადახდის მეთოდი. შესაბამისად სრულიად მარტივად ხდება ანგარიშის გადახდა და საერთოდ არ არის საჭირო არც ქეში, არც ბარათები და არც ჩეკები.

როგორც ყველა სხვა ინოვაცია თავისუფალ ბაზარზე, QR კოდით გადახდის შესაძლებლობა და მისი განვითარება მომხმარებელთა მოთხოვნამ განაპირობა. 2012 წლიდან QR კოდების გამოყენება დაიწყო ბიტკოინის აპლიკაციების მიერ. ხოლო 2014 წელს ჩინეთში ყველაზე პოპულარულმა ჩატის აპლიკაცია Tencent-მა დანერგა QR კოდით გადახდის სერვისი. ეს სერვისი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მან გადატრიალება მოახდინა ჩინეთში გადახდების სფეროში. ჩვენი პორტალი სისტემატიურად აშუქებს ჩინეთში ტექნოლოგიების განვითარებას და Tencent-ის შესახებაც ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს.

სულ რაღაც 5 წელიწადში ამ სიახლემ სრულიად შეცვალა ჩინეთის ტექინდუსტრია და “უქეშო” გადახდის მეთოდი ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა ვიდრე Visa და Mastercard. იმით, რომ გადახდა გახდა სოცილურ მედიაზე საკუთარი პროფილის მართვასავით მარტივი, ჩინეთის ტექინდუსტრიამ ფინანსების ამ ფორმით განკარგვა ჩინელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახადა; და ახლა, ტურიზმის წყალობით ეს რევოლუცია მოხდა იაპონიაშიც და მოხდება კიდევ უამრავ ქვეყანაში. სულ მალე, ეს მომხმარებლების ინიცირებული რევოლუცია საფრთხეს შეუქმნის ამ სფეროში მოღვაწე ძველ ოპერატორებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესებმა და ტექ კომპანიებმა გაათვითცნობიერეს, რომ SMS-ის გაგზავნასავით მარტივად ანგარიშის გადახდა არის სწორედ ის, რაც ადამიანებს ძალიან უნდათ.