შვეიცარიის პრეზიდენტი: როცა საქმე ეხება ბლოკჩეინს ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ

By | March 28, 2019

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა უელი მაურერმა CV Crypto Valley-ის სამიტზე ქალაქ ცუგში 27 მარტს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის სექტორისთვის რეგულაციების მიღება უნდა მოხდეს სწრაფად და ყველაფერი უნდა იყოს ზედმიწევნით გასაგები. მაურერი ასევე გახლავთ ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც.

პრეზიდენტმა დაუდასტურა შეკრებილ ბლოკჩეინისა და კრიპტო სფეროს 1000-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს, რომ შვეიცარიის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება ახალი ტექნოლოგიების ფუნქციონირებისა და განვითარების სასარგებლოდ მიმართული და მისი სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს რათა ეს პროცესი სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს. როცა საქმე ეხება ბლოკჩეინსა და განაწილებული დავთარის ტექნოლოგიებს (distributed ledger technologies – DLT), შვეიცარიის მიზანია ორი ნაბიჯით წინ იყოს ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, – დაამატა მინისტრმა.

მან ასევე მოუწოდა შეკრებილ საზოგადოებას აქტიურად იკამათონ და საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირდნენ კიდეც ისეთ ცვლილებებს, რომელიც მათი აზრით შეაფერხებს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე გაუზიარონ მის სამინისტროს ახალი იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს საუკეთესო მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფინასთა სამინისტრომ პარლამენტს გასულ კვირას წარუგინა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს კრიპტო და ბლოკჩეინ კომპანიების რეგულირებას შვეიცარიის ვალებისა და გაკოტრების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის შესახებ კანონს დაემატოს ახალი კატეგორია – “DLT სავაჭრო სისტემები”.

მაურერის ეს მიმართვა და მისი უწყების ინიციატივა ემთხვევა შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის (საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა) დადგენილებას, რითიც ამ უკანასკნელმა დაავალდებულა ფედერალური საბჭო (აღმასრულებელი ორგანო) მოახდინოს არსებული კანონმდებლობის ადაპტაცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. ეს ეხება, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებს. აღნიშული დადგენილება ასევე განხილული იქნება სახელმწიფოთა საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას. ჩვენი საინფორმაციო პორტალი ხშირად წერს შვეიცარიაში კრიპტოვალუტის სფეროს განვითარების შესახებ, რადგან ეს ერთერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ყველაფერი კეთდება ამ სფეროს ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

შვეიცარია გეგმავს კრიპტოვალუტა ტრადიციული რეგულირების სფეროში მოაქციოს

შვეიცარია პოზიციონირებს, როგორც მსოფლიოს ბლოკჩეინ დედაქალაქი