WhatsApp-ით ბიტკოინის გაგზავნა იქნება შესაძლებელი

By | March 27, 2019

WhatsApp-ისა და ბიტკოინის ინტეგრაცია საბოლოოდ განხორციელდა. Wuabit არის კრიპტოვალუტის საფულე, რომელთან დაკავშირებაც აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს პირველი ნაბიჯია და საწყის ეტაპზე მხოლოდ ბიტკოინს ეხება.

Wuabit-მა შექმნა სპეციალური ბოტი (bot), რომელიც დაემატება კონტაქტებს და სწორედ მასთან გაგზავნილი შეტყობინებით მოხდება ტრანზაქცია. მაგალითად, მომხმარებელი მიწერს ბოტს “გაუგზავნე 0.1 ბიტკოინი ჯონს” და ეს თანხა დაუყოვნებლივ გადაირიცხება Wuabit-ის ამ მომხმარებლის საფულიდან Wuabit-ის ჯონის საფულეზე. ტრანზაქციას აუცილებლად დაჭირდება საფულის აპლიკაცია ორივე მომხმარებლის მობილურზე. ბიტკოინის ტრანზაქციისთვის კი საჭირო იქნება მიმღების ბიტკოინის საფულის საჯარო მისამართი და გამგზავნის ბიტკოინის საფულის საჯარო და პირადი მისამართი.

კომპანია ასევე მისცემს შესაძლებლობას ახლა არსებულ და მომავალში შექმნილ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სერვისებს, სხვა მსგავს აპლიკაციებსა და სმარტ კონტრაქტებს აპლიკაციასთან წვდომის შესაძლებლობას.

ბევრი დეტალი ჯერ გახმაურებული არ არის, თუმცა საჯარო ბეტა ვერსიის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.