ბანკების მსგავსად, Binance-ი AML და KYC რეგულაციებთან შესაბამისობაში მოდის

By | March 27, 2019

მსოფლიოს უდიდესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა რისკებისა და შესაბამისობის მენეჯმენტის კომპანია IdentityMind-თან ახალი თანამშრომლობის შესახებ დაანონსა.

კომპანიების თანამშრომლობის მიზანია კრიპტო ბირჟის გლობალური საქმიანობის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და “იცოდე შენი კლიენტი”-ს (KYC) რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. Binance-ის ერთერთმა ხელმძღვანელმა სამუელ ლიმმა განაცხადა, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად გაიზრდება ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სანდოობა და ბირჟის უსაფრთხოების სისტემა მოვა შესაბამისობაში იმ ქვეყნების მარეგულირებელ ნორმებთან სადაც ის ოპერირებს.