რუსეთი SWIFT-ს ეთიშება

By | March 26, 2019

რუსეთის დუმის ქვედა პალატამ დაადასტურა, რომ ქვეყნის მიმართ მოსალოდნელი სანქციების ფონზე, გლობალური საბანკო გადარიცხვების ქსელ SWIFT-თან (რომელიც აკავშირებს ბანკებს ერთმანეთთან) ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენს ეროვნულ საფრთხეს და შეიძლება რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოშლის მიზეზი გახდეს.

მიუხედავად ამისა, ვირტუალური ვალუტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა განხილულიყო, მომავალი თვისთვის  გადაიდო. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთი ოფიციალურად აღიარებს ციფრულ ვალუტებს.

კანონის განხილვის გადადების ინიციატორი არის ანატოლი აკსაკოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც არ დააკონკრეტა თარიღის შეცვლის მიზეზები. დუმის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში ის წარედგინება რუსეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ოფიციალურად შევა ძალაში.

SWIFT-ის ქსელისგან რუსეთის გამოყოფის შესახებ აკსაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მის პარტნიორებთან (ჩინეთი, ირანი და თურქეთი) ალტერნატიული სისტემის შექმნაზე, რომელსაც მათი ბანკები გადარიცხვებისთვის გამოიყენებენ.

ჩვენი პორტალი სისტემატიურად აშუქებს რუსეთსა და პოსტ საბჭოთა სივრცეში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მომავალშიც უამრავ ინფორმაციას მოგაწოდებთ განვითარებულ პროცესებზე.

თანამედროვე “საბჭოთა კავშირი” კრიპტოვალუტის რეგულირების ერთიან სტანდარტებს შეიმუშავებს