ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს

By | March 26, 2019

კომპანია Bitwise-ის ახალი კვლევის მიხედვით კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს. კვლევა წარედგინა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიას (Securities and Exchange Commission – SEC) გასულ კვირაში. გაანალიზებული იქნა მსოფლიოს 81 კრიპტოვალუტის ტოპ ბირჟა მათ მიერ ვაჭრობის მოცულობების თვალსაზრისით. ეს კვლევა ნაწილია აპლიკაციის, რომლითაც Bitwise-ი ითხოვს რეგულატორისგან ბიტკოინის ფონდით ვაჭრობის (Bitcoin exchange-traded fund – ETF) ნებართვას.

“კვლევიდან ირკვევა, რომ ბიტკოინით ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობიდან მხოლოდ 273$ მილიონია რეალური და არა 6$ მილიარდი, რასაც კრიპტოვალუტის ბირჟები საკუთარ ანგარიშებში წარადგენენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ფუნდამენტალურად არასწორი წარმოდგენა” იქმნება ბიტკოინის ბაზრის რეალურ მოცულობაზე. იმ ბირჟებიდან, რომელთა ყოველდღიური საშუალო ვაჭრობა 1$ მილიონს სცდება CoinMarketCap-ის (CMC) მონაცემებით, მხოლოდ 10 ბირჟა აფიქსირებს რეალურ ციფრებს; მათ შორის: Binance, Bitfinex, Kraken, Bitstamp, Coinbase, BitFlyer, Gemini, itBit, Bittrex, and Poloniex.” – ნათქვამია კვლევაში.

“მომხმარებლები უყურებდნენ კრიპტოვალუტის ბაზარს და ამბობდნენ რომ იქ სრული ქაოსია. ასეთი წარმოდგენა კი იმიტომ ექმნებოდათ, რომ ხდებოდა მონაცემებით მანიპულაცია. თუ მოვაშორებთ ამ არასწორ გაბერილ ციფრებს, დაგვრჩება ეფექტური და კარგად ადმინისტრირებადი ბაზარი. ინფორმაცია კრიპტოვალუტის ბაზრის არასწორი მოცულობის შესახებ დიდი ხანია განხილვის თემაა. უბრალოდ ჩვენი კომპანია პირველი აღმოჩნდა ვინც სიღრმისეულად შეისწავლა ყველა წამყვანი კრიპტობირჟა და გაარკვია რომელი მათგანი იძლეოდა რეალურ მონაცემებს” – განაცხადა მეტიუ ჰუგანმა, Bitwise-ის კვლევების ხელმძღვანელმა CNBC-სთან ინტერვიუში.

დიდი ცვლილებები CoinMarketCap-ის მონაცემებში