იაპონური ფინანსური გიგანტი კრიპტოვალუტის მაინინგის ჩიპების გამოშვებას იწყებს

By | March 24, 2019

იაპონურმა ფინანსურმა გიგანტმა, SBI Holdings-მა, ახალი მიმართულების შექმნის შესახებ განაცხადა, რაც გულისხმობს კრიპტოვალუტის მაინინგის ჩიპების გამოშვებას. ახალი შვილობილი კომპანიის სახელწოდებაა – SBI Mining Chip Co., Limited (SBIMC).

ჰოლდინგი უკვე ფლობს კრიპტოვალუტის ბირჟასა და ახორციელებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებს. მათ მიმდინარე წლის დასაწყისში განახორციელეს ინვესტიცია სტარტაპ Tangem-ში, რომელიც შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანიაა და კრიპტოვალუტის საფულის პროექტზე მუშაობს. ჰოლდინგის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიაა SBI Crypto, რომელიც ბიტკოინის მაინინგის ჯგუფში (mining pool) მონაწილეობს.