შვეიცარია გეგმავს კრიპტოვალუტა ტრადიციული რეგულირების სფეროში მოაქციოს

By | March 22, 2019

შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ (საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა) მიიღო დადგენილება, რითიც დაავალდებულა ფედერალური საბჭო (აღმასრულებელი ორგანო) მოახდინოს არსებული კანონმდებლობის ადაპტაცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. ეს ეხება, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებს. აღნიშული დადგენილება ასევე განხილული იქნება სახელმწიფოთა საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას.

გადაწყვეტილება მიმართულია ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტის უკანონო საქმიანობისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის “ინტერნეტში ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასება”-ის დოკუმენტში ევროპოლი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალები იყენებენ კრიპტოვალუტას საკუთარ საქმიანობაში, ტერორისტები უპირატესობას მაინც ბანკებისა და სხვა შუამავლების საშუალებით ტრადიციული ფულის გადარიცხვის მეთოდს ამჯობინებენ.

“..მიუხედავად პოტენციალისა, ევროპაში განხორციელებული არცერთი ტერორისტული შეტევა არ იყო დაფინანსებული კრიპტოვალუტის საშუალებით.. კრიპტოვალუტის გამოყენება ტერორისტული ჯგუფების მიერ მოიცავს მხოლოდ მცირე მოცულობის ტრანზაქციებს” – ” – ნათქვამია დოკუმენტში.

ჩვენი საინფორმაციო პორტალი ხშირად წერს შვეიცარიაში კრიპტოვალუტის სფეროს განვითარების შესახებ, რადგან ეს ერთერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ყველაფერი კეთდება ამ სფეროს ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

შვეიცარია პოზიციონირებს, როგორც მსოფლიოს ბლოკჩეინ დედაქალაქი