საერთაშორისო სავალუტო ფონდი: “ფინანსური ტექნოლოგიები შეარყევს სისტემას”

By | January 26, 2019

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსისტებმა მიმართეს მთავრობებს, სასწრაფოდ გაატარონ შესაბამისი რეფორმები, სანამ მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ძლიერია და იზრდება. ისინი ამტკიცებენ, რომ შემდეგი კრიზისის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცენტრალურ ბანკებზე დაყრდნობა.

“კარგი იქნებოდა, თუ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკები შემდეგი კრიზისის დროს არ იქნება დამოკიდებული ცენტრალურ ბანკებზე,” – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე – “სწორედ ამიტომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა უნდა აირჩიონ სწორი გზა, როდესაც საქმე ეხება ფინანსების საკითხებში პოლიტიკის განსაზღვრას, როდესაც საქმე ეხება მათ მიერ დაწყებული  რეფორმების დასრულებას. ზოგიერთმა მათგანმა კი რეფორმების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი განახორციელა და აუცილებელია ამ პროცესებში უფრო ღრმად შესვლა და მათი დასრულება”.

ცნობისთვის, ცენტრალურმა ბანკებმა მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს სტიმულირების პროექტები 2008 წლის კრიზისის და მას მოყოლილი ევროზონის ვალების კრიზისის შემდეგ. ფედერალური სარეზერვო ბანკი (აშშ), ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი მხოლოდ ნაწილია იმ ინსტიტუტებისა, რომლებმაც უპრეცედენტო ზომები მიიღეს, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთების რეკორდულად დაბალ დონეზე დაწევა და უამრავი სახელწიფო ობლიგაციის შესყიდვა.

(წყარო)