ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: “კრიპტო აქტივები ინოვაციაა, რომელიც აუცილებლად დარჩება”

By | September 12, 2018

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ფინანსთა მინისტრს მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ ვენაში უნდა განეხილა კრიპტოვალუტების მომავლის საკითხი. ამ დრომდე მათი მიდგომა – “არ ავნო” – პრინციპს ეფუძნებოდა, რადგან ძირითადი აქცენტი ინოვაციების სწრაფი განვითარებისთვის ხელშეწყობაზე კეთდებოდა.

“ევროკავშირის მთავარი მიზანი იქნება კრიპტო აქტივების კლასიფიცირება და “რეგულირების გეგმის” განსაზღვრა” – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა 7 სექტემბერს გამართული ეკონომიკური და ფინანსური საბჭოს შეხვედრაზე (ECOFIN). მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “კრიპტო აქტივები ინოვაციაა, რომელიც აუცილებლად დარჩება”, ხოლო კრიპტო ბაზარი, “ტურბულენციის მიუხედავად, მუდმივად იზრდება”.

მიმდინარე წელს, კრიპტოვალუტებთან დაკავშირბული საკითხების მოგვარებისთვის ევროკავშირის პირველადი ძირიათადი მიზანი  იქნება კრიპტო აქტივების “კატეგორიზაცია და კლასიფიკაცია”; ევროკომისია ასევე იმსჯელებს შეიძლება თუ არა არსებული ევროპული ფინანსური რეგულირების კანონმდებლობის კრიპტო აქტივების რეგულირებისთვის გამოყენება, თუ საჭირო იქნება ახალი კანონმდებლობის შემუშავება – განაცხადა დომბროვსკისმა – ევროკომისია  უკვე აქტიურად მუშაობს ევროპელ მარეგულირებლებთან “რეგულირების გეგმის” შემუშავებაზე, რაც კრიპტოვალუტების სტატუსის განმტკიცების მყარ საფუძველს ქმნის.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენმა განსაკუთრებული ყურადრება დაუთმო ICO-ებს (მონეტის პირველადი შეთავაზება), რომელიც მან ალტერნატრიული ფინანსირების ერთერთ საუკეთესო ინოვაციად მოიხსენია და აღნიშნა, რომ გასულ წელს მხოლოდ ამ ფორმით 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა სხვადასხვა პროექტებისთვის, ხოლო ეს ციფრი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

დომბროვსკისმა ახსენა ტრადიციული გამოწვევებიც, რაც ძირითადად ახლავს კრიპტო აქტივების ტრადიციულ განხილვას: გამჭირვალობის ნაკლებობა, გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდება, ფულის გათეთრება, ტერორიზმისა და სხვა უკანონო საქმიანობის ფინანსირება. ამ მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ინდუსტრიის დინამიკის მონიტორინგი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ექნება ფინანსური სტაბილურობის საბჭოში (Financial Stability Board – FSB) გლობალურ პარტნიორებთან და G20-თან თანამშრომლობას.

როგორც ცნობილია FSB-მ მიმდინარე წლის ივლისში დაადგინა, რომ “კრიპტო აქტივები არ წარმოადგენენ გლობალური ფინანსური სტაბილურობისთვის რაიმე სახის მატერიალურ რისკს, თუმცა ვინაიდან ბაზარი ასე სწრაფად იზრდება სფერო საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს” – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც წარედგინა G20-ს ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებს.

mybitcoin.ge დიდი ხანია ადვენებს თვალს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი სწორედ ევროკავშირთან დაახლოებაა და უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ევროპული კანონისა და წესის იმპლემენტაცია მოხდა სხვადასხვა სფეროში, რისი ძირითადი მიზეზი ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბები გახდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ კი გავაგრძელებთ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ სიახლეების თქვენთვის მოწოდებას.