ევროკავშირი კრიპტოვალუტების მომავალზე იმსჯელებს

By | September 4, 2018

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების განვითარებას. კრიპტოვალუტები ქმნიან გამოწვევებს მარეგულირებლებისთვის, რადგან ისინი ცდებიან არსებული ფინანსური სიტემის საზღვრებს. მთავარი გამოწვევებია: გამჭირვალობის ნაკლებობა, გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდება, ფულის გათეთრება, ტერორიზმისა და სხვა უკანონო საქმიანობის ფინანსირება.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ ვენაში განიხილავს კრიპტოვალუტების მომავლის საკითხს. ამ დრომდე მათი მიდგომა – “არ ავნო” – პრინციპს ეფუძნებოდა, რადგან ძირითადი აქცენტი ინოვაციების სწრაფი განვითარებისთვის ხელშეწყობაზე კეთდებოდა.

მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირმა გამოაქვეყნა “ევროკავშირის მეხუთე ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივა”, რომელიც ძალაში 9 ივლისს შევიდა. დირექტივაში ვკითხულობთ: “კრიპტოვალუტების ანონიმურობა იძლევა მათი კრიმინალური საქმიანობისთვის გამოყენების საშუალებას. ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ფინანსური უსაფრთხოების სამსახურებს უნდა შეეძლოთ კრიპტოვალუტების მისამართების შესახებ საჭირო ინფომრაციის მოპოვება მათი მფლობელების იდენტიფიცირებისთვის. ასევე განხილულ უნდა იქნას კრიპტოვალუტის მფლობელების მიერ თვით-დეკლარირების შესაძლებლობა. კრიპტოვალუტისა და ტრადიციული ფულის გადაცვლის ბირჟები, ასევე საფულეების სერვისის მიმწოდებლები ევროპული კანონმდებლობით ვალდებული არიან მოახდინონ საეჭვო საქმიანობის გამოვლენა”.

Mybitcoin.ge დიდი ხანია ადვენებს თვალს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი სწორედ ევროკავშირთან დაახლოებაა და უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ევროპული კანონისა და წესის იმპლემენტაცია მოხდა სხვადასხვა სფეროში, რისი ძირითადი მიზეზი ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბები გახდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი (ისევე, როგორც უამრავი განვითარებული ქვეყანა, მაგ. აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვ.) საკმაოდ პოზიტიურად ხედავს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების განვითარებას. მეტიც, ისინი საკანომდებლო დონეზე, ასვე ინვესტიციებით ხელს უწყობენ ამ სფეროს. ჩვენი პორტალი მუდმივად აშუქებს ამ პროცესებს. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირს, აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში “კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივად” შეაფასა. კრიპტოვალუტის სფეროში ევროპული კომპანიების დიდი კონცენტრაციაა: “ევროპა მსოფლიო ლიდერია კრიპტოვალუტის საფულეების სერვისების მიმწოდებლების რაოდენობის თვალსაზრისით (42%) და კრიპტო ბირჟების რაოდენობის თვალსაზრისით (37%). იგი ასვე გადახდების მხრივაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა (33%)” – ნათქვამია ევროპარლამენტის დოკუმენტში.

ევროკომისიამ ბლ

ოკჩეინის ტექნოლოგია ჩარჩო პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც იგი ყალბი ინფორმაციის ონლაინ გავრცელებას შეებრძოლება. ევროკომისია განიხილავს ბლოკჩეინს, როგორც “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსის” მთავარ შემადგენელ ნაწილს. გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ბლოკჩეინის ტექნოლოგია არის ერთ-ერთი “ახლი ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების გზას/საშუალებას”.

ბლოკჩეინის განვითარება ასევე ფინანსდება ევროკავშირის კვლევითი საქმიანობის განმახოციელებელი ორგანოს “ჰორიზონ 2020 სამუშაო პროგრამის” (Horizon 2020 Work Programme) ფარგლებში, რომელიც არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების  დაფინანსების ყველაზე დიდი  პროგრამა.

11 აპრილს ევროკომისიამ გამოაცხადა 22 ქვეყნის მიერ “ბლოკჩეინის პარტნიორობის დეკლარაციის” ხელმოწერა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრუს ანსიპმა მოუწოდა ევროკავშირს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ევროპა გახდეს ლიდერი ციფრულ ინოვაციებში.