BITMAIN-ი ციფრული მაინინგის სამიტს მასპინძლობს თბილისში

By | September 3, 2018

BITMAIN-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი – ჯიჰან ვუ და
Bitcoin.com-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი როჯერ ვერი
იქნებიან სამიტის მთავარი გამომსვლელები
21-23 სექტემბერს თბილისში

3 სექტემბერი, 2018წ., თბილისი, საქართველო

Bitmain-ი – მაინინგის ტექნიკის, სპეციალური მაინინგის ჩიპებისა და მსოფლიოში მაინინგის უდიდესი ჯგუფების მფლობელი, და BITKAN-ი –  მსოფლიო ლიდერი ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების სფეროში, 21-23 სექტემბერს უმასპინძლებენ ციფრული მაინინგის სამიტს თბილისში.  ხოლო, mybitcoin.ge სამიტის მედია პატრნიორია. ღონისძიებაში 1000-ზე მეტი ადამიანი და  30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს  მონაწილეობას.

მთავარი მომხსენებლები იქნებიან BITMAIN-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი – ჯიჰან ვუ, Bitcoin.com-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი როჯერ ვერი და ბიტკოინ ქეშის Bitcoin ABC დეველოპერი ამაური საშე, რომლებიც განიხილავენ 2018 წელს დაგეგმილი პროტოკოლის განახლებასა და ეკოსისტემაში განვითარებულ სიახლეებს. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ციფრული მაინინგისა და კრიპტოვალუტის სფეროს სამომავლო პერსპექტივები, ასევე  ტექნოლოგიური სიახლეები მაინინგის ASIC ჩიპების წარმოებაში.

“ციფრული მაინინგის სამიტი შეკრიბავს მაინერებსა და ბლოკჩეინის ენთუზიასტებს, სადაც ისინი შეძლებენ კავშირების დამყარებასა და ინდუსტრიის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის მაინინგის ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩატარდება ისტორიულ ქალაქ თბილისში” – განაცხადა გადი გლიკბერგმა, BITMAIN-ის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო გაყიდვებში.

საქართველო, მსოფლიო მაინინგში მეორე სიდიდით ქვეყანა, იდეალური ადგილია ციფრული მაინინგის სამიტისთვის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენება ფართოდაა მიღებული და ამის ერთერთი მიზეზი ქვეყანაში კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობაა. ამას გარდა, საქართველო აქტიურად იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას სახელმწიფო სერვისებში. ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ National Geographic-მა ქვეყანა 2018 წლის სამოგზაურო ადგილების საუკეთესო ათეულში შეიყვანა.

სრული ინფორმაცია ბილეთების, მოგზაურობის, განთავსებისა და სპონსორობის შესახებ იხილეთ:

დაარსებული 2013 წელს, BITMAIN-ი ცვლის კომპიუტერულ ინდუსტრიას ახალი პროდუქტებით კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. კომპანია, ბრენდით – “Antminer”, ლიდერია მაინინგის ჩიპებისა და მაინინგის აპარატურის წარმოებაში. ის ოპერირებს მსოფლიოში უდიდეს მაინინგის ჯგუფებს: Antpool.com, BTC.com და connectBTC.com; ასევე წამყვან ქლაუდ მაინინგის პლატფორმას – hashnest.com. BITMAIN-ი მხარს უჭერს და ეხმარება უამრავ ბლოკჩეინის პლატფორმასა და სტარტაპს.

კონტაქტი

ლიბი ფრიმანი

ტელ. +1 415 486 3207

bitmain@edelman.com