როგორ ცვლის ბლოკჩეინის ტექნოლოგია ვაჭრობას საფონდო ბირჟებზე

By | August 29, 2018

ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა ფულის, ფინანსების, მომარაგების ქსელის მენეჯმენტის, ინფორმაციის შენახვის, და უამრავი სხვა სფეროს მომავალი განვითარების გზა. გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტები (ისეთი როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.) ბლოკჩეინზეა დაფუძნებული, მას გააჩნია პოტენციალი, რევოლუცია მოახდინოს ვაჭრობაში საფონდო ბირჟებზე, ასევე, ფინანსური ინფორმაციიის შენახვასა და მის გადაცემაზე მსოფლიოს მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა, მსოფლიო ბირჟებზე ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ მათ სერვისებზე ის გავლენას მოახდენს, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ბლოკჩეინი გავლენას ახდენს ტრადიციულ ვალუტებზე.

Nasdaq, ASX, New York Stock Exchange, Tokyo Stock Exchange, Deutsche Bourse და India’s Securities Exchange Board მხოლოდ ნაწილია იმ ბირჟების, რომლებმაც უკვე დაიწყეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება გარკვეული ტრანზაქციებისთვის და შექმნეს სპეციალური ჯგუფები ტექნოლოგიის სხვადასხვა სერვისებში გამოყენების შესაძლებლობის შესწავლისთვის.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის  ყველაზე სარგებლიანად გამოყენება აქციებით ვაჭრობაში შეიძლება, კერძოდ, გაყიდვების აღრიცხვისა და დამოწმების პროცესის დაჩქარებაში. აქციებით მოვაჭრეები, ბროკერები და მარეგულირებლები ვალდებული არიან გაიარონ რთული და ძვირადღირებული პროცესი, რომელსაც 3-4 დღე სჭირდება ტრანზაქციის დასრულებისთვის. ბლოკჩეინს, ავტომატიზაციისა და დეცენტრალიზების საშუალებით, შეუძლია საფონდო ბირჟები უფრო ეფექტური გახადოს.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიას შეუძლია, ასევე, ფინანსების მოძიებისა და აქტივების მართვის, ზღვრული დაფინანსების, ვაჭრობის შემდგომ დამოწმების, ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებისა და სისტემური რისკების მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესება. ტექნოლოგიას, ასევე, შეუძლია მომხმარებელისთვის ხარჯების შემცირება, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში შუამავალის სერვისებს სრულიად ამოაგდებს.

Nasdaq-ი ერთერთი პირველი ბირჟა იყო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. ეს ნიუ-იორკში მოქმედი ფირმა საქმიანობს ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც აძლევს საშუალებას ინვესტორებს უსაფრთხოდ დააბანდონ საკუთარი სახსრები მსოფლიოს მასშტაბით და უკვე ისარგებლონ ბლოკჩეინის უპირატესობებით ბირჟაზე.

Nasdaq-ის ტრადიციული ინვესტირების ბაზარი ინვესტორების უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ 2013 წლიდან კომპანია, ასევე, გახდა ინდუსტრიის ლიდერი ფასიანი ქაღალდების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვაში. 2015 წელს Nasdaq-მა შეასრულა პირველი კერძო ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. Chain.com-ი იყო პირველი, ვინც ისარგებლა Nasdaq-ის კუთვნილი Linq Blockchain-ის დავთარის პლატფორმით. Nasdaq-მა, ასევე, დაიწყო ბლოკჩეინთან დაკავშირებული ინდექსების წარმოება, რომელიც მონიტორინგს უწევს და აფასებს კომპანიების ბლოკჩეინ პოტენციალს.

თუმცა, საქმე არც ასე მარტივადაა. ახალი ტექნოლიგია აჩენს სამართლებრივ და რეგულირების გამოწვევებს, რომელიც უნდა დაძლიონ მთავრობებმა, მარეგულირებლებმა და თვით ფინანსურმა ინდუსტრიამ. ბლოკჩეინის იმპლემენტაციას მოჰყვება მასშტაბების ზრდისა და უსაფრთხოების სტანდარტების რისკები. მაგალითად, ჩინეთის შენზენის ბირჟამ სპეციალური ზომები მიიღო იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებსაც შეცდომაში შეყავდათ ინვესტორები ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან ასოცირებაზე აპელირებით, იმ დროს, როდესაც მათ საერთოდ არ ქონდათ მასთან შეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დღესაც ებრძვის და მაქსიმალურად ზღუდავს კრიპტოვალუტებს, ქვეყანა ძალიან დიდ ფსონს დებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. ჩინური კომპანიები ლიდერები არიან ბლოკჩეინ ინოვაციებში. ქვეყნის ცენტრალურმა ტელევიზიამ სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, სადაც ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბლოკჩეინი ინტერნეტთან შედარებით 10-ჯერ უფრო ფასეული ტექნოლოგიაა.

რასაკვირველია, განვითარების ამ საწყის ეტაპზე უამრავი გამოწვევაა, მაგრამ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ბლოკჩეინმა ინტერნეტის განვითარების მსგავსი გზა გაიაროს. მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან და ექსპერტების უმრავლესობა წინასწარმეტყველებს, რომ ბლოკჩეინი იქნება არსებული ტექნოლოგიების შემდეგი “გამანადგურებელი ტექნოლოგია”. მას აქვს შესაძლებლობა რევოლუცია მოახდინოს კომპანიებისა და სახელმწიფოების საქმიანობაში; მეტიც, ის უკეთესობისკენ შეცვლის საზოგადოებებს და დიდ მოგებას მისცემს ინვესტორებს, ვინც სწორ მიმართულებებს შეარჩევს სახსრების დაბანდებისთვის.