სტივ ვოზნიაკი: კრიპტოსამყარო “ჰგავს ინტერნეტს, როდესაც ის სულ ახალი იყო..”

By | August 24, 2018

სტივ ვოზნიაკი კომპიუტერის განვითარების ისტორიაში ცნობილია, როგორც სტივ ჯობსის მარჯვენა ხელი. ამ ორმა ადამიანმა 1976 წელს დაარსა კომპანია Apple-ი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. ჯობსი ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ხოლო ვოზნიაკი ტრანსფორმაციული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უკან იდგა. მან უდიდესი როლი ითამაშა პერსონალური კომპიუტერების რევოლუციაში. ის მესამე ტექნოლოგიური რევოლუციის ერთერთი ფუძემდებელია, რომელმაც ახალი კომპიუტერული და ინტერნეტ ერა განსაზღვრა. ვოზნიაკმა მონაწილეობა მიიღო  “ChainXChange 2018” ბლოკჩეინ კონფერენციაში და ძალიან საყურადღებო გზავნილები გააჟღერა ბიკტოინისა და ბლოკჩეინის შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო ამონარიდს მისი ინტერვიუდან:

“არ მიყვარს, როცა დროს ჩამოვრჩები. ბიტკოინმა ჩემი ყურადღება მიიქცია. მას ნებისმიერ სხვა არსებულ ტექნოლოგიასთან შედარებით, უამრავი არაჩვეულებრივი ასპექტი აქვს. არავინ იცის, ვინაა მისი შემქმნელი, არის დეცენტრალიზებული, ეფუძნება მათემატიკას და იარსებებს შეზღუდული რაოდენობით..

როდესაც ბლოკჩეინის შესახებ შევიტყვე, თავიდან მას ვერაფერი გავუგე. ამ ტექნოლოგიის აღქმა ერთ დღეში შეუძლებელია. მაგრამ, რაც უფრო მეტს კითხულობ ბლოკჩეინზე და მისი მუშაობის პრინციპებზე, ხედავ, როგორ იყენებენ მას ადამიანები, მაინინგის პროცესი, ვერიფიკაცია.. და აჰა! ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება!” – განაცხადა ვოზნიაკმა ბლოკჩეინზე და კრიპტოსამყაროზე საუბრისას, – “ის იმდენად დამოუკიდებელია! ძალიან ჰგავს ინტერნეტს, როდესაც ის სულ ახალი იყო.. მე განცვიფრებული დავრჩი იმ ტექნოლოგიით, რომელსაც ის ეფუძნება..

მათემატიკა ჩემთვის ბუნების მსგავსია. ის ბევრად მირჩევნია ადამიანებს. მე მათემატიკის უფრო მჯერა, ვიდრე ადამიანების, რომლებიც ქმნიან ვალუტას, აკონტროლებენ მას, ყოველწლიურად ბეჭდავენ ახალ დოლარებს. ბიტკოინი ამისგან დაცულია”.

(წყარო)