კრიპტოვალუტას მეტწილად გადამყიდველები იყენებენ, ვიდრე კრიმინალები

By | August 17, 2018

ლეგალური და არალეგალური საქმიანობისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების თანაფარდობა სრულიად შეიცვალა. სპეციალური კვლევა ამ საკითხზე ჩაატარა აშშ-ს ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაციამ (DEA). კვლევის ერთერთი ავტორის ლილიტა ინფანტეს განცხადებით, ხუთი წლის წინ ადმინისტრაციის მიერ ბლოკჩეინის მონაცემების ანალიზით მტკიცდებოდა, რომ კრიპტოვალუტის 90%-ის გამოყენება ხდებოდა კრიმინალური საქმიანობისთვის. დღეს კი ეს ციფრი 10%-ს არ აღემატება და მისი ძირითადი მომხმარებლები კრიპტოვალუტის გადამყიდველები არიან.

ინფანტემ განაცხადა, რომ ორგანიზაციები უფრო აქტიურად იყენებენ კრიპტოვალუტას, რადგან ის ბევრად იაფი, სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივაა თანხების სამოძრაოდ, ვიდრე ჩვეულებრივი საბანკო სისტემა. მაგრამ, ამ პროცესის პარალელურად ვითარდება სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობებიც. ბლოკჩეინი არის საჯარო აღრიცხვის დავთარი და სპეციალური აგენტები მას უკვე აქტიურად იყენებენ სამართალდამრღვევების მისაგნებად. მისი თქმით, იგივე ხდება საფულის მისამართებთან დაკავშირებითაც და ისინი უკვე ვეღარ ფარავენ ნამდვილ მფლობელებს.

“კრიპტოვალუტები, რომელთა ძირითადი მახასიათებელი მათი ანონიმურობა და კონფიდენციალურობაა, მაგალითად მონერო და ზ-ქეში, არ არის საკმარისად ლიკვიდური, ვიდრე ბიტკოინი. თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ მფლობელთა მიკვლევაც შეგვიძლია. ამას გარდა, გადაცვლის ოპერაციები კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით ხდება, რაც აადვილებს წყაროს მიკვლევას. ბლოკჩეინი გვაძლევს უამრავ ინსტრუმენტს დავადგინოთ ადამიანების ვინაობა; სამართალდამცავებს გარკვეულწილად უადვილდება საქმე და  მე პირადად მინდა, რომ კრიმინალებმა გააგრძელონ კრიპტოვალუტის გამოყენება” – განუცხადა ინფანტემ Bloomberg-ს.

(წყარო)