ევროპარლამენტი: “კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივაა”

By | August 16, 2018

ევროპარლამენტის ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ახალი ანალიზის მიხედვით კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივაა. ეს მოსაზრება გამოთქმულია კომიტეტის მიერ მომზადებულ ამომწურავ ანგარიშში, რომელიც მიმოიხილავს კრიპტოვალუტების მუშაობის პრინციპებსა და მის ზეგავლენას  მსოფლიო ეკონომიკაზე.

 

გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდი აღნიშნული დოკუმენტიდან:

კრიპტოვალუტა, როგორც ტრადიციული ფულის ალტერნატივა

ციფრული ვალუტები, ასევე ცნობილი, როგორც “ვირტუალური ვალუტები” ან “კრიპტოვალუტები” შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფასეულობის ციფრული გამოხატულება, რომელიც არ არის გამოშვებული ცენტრალური ბანკის, საკრედიტო ინსტიტუტისა თუ ელექტრონული ფულის შემქმნელი ინსტიტუციის მიერ, და ის გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ტრადიციული ფულის ალტერნატივა.

მათ ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდების კანონი; ის ეფუძნება სხვა საქონელში ან დამოუკიდებელ ვალუტაში გაცვლის შესაძლებლობას. ასევე მის უკან არ დგას რომელიმე ფულად-საკრედიტო ინსტიტუტი (იგი დეცენტრალიზებული ხასიათისაა). მიწოდების (კრიპტოვალუტის ახალი ერთეულების შექმნა) მენეჯმენტი ხშირად ხდება კომპიუტერული ალგორითმის მიერ, რაც ხელს უწყობს მისი სიმწირისა და ფასის შენარჩუნებას. ციფრული ვალუტის მენეჯმენტი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა კრიპტოვალუტით გადახდები, კრიპტოვალუტის საფულეები, გაცვლისა და ვაჭრობის გადაწყვეტილებები (ბროკერული მომსახურება) და კრიპტოვალუტის მაინინგი (მოპოვება).

კრიპტოვალუტა არის რევოლუციური და ინოვაციური

ფინანსურ სისტემაზე რევოლუციური ეფექტის მქონე  ინოვაციაა  კრიპტოვალუტები (მაგალითად ბიტკოინი), რომლებიც ციფრული ვალუტებია და დეცენტრალიზებულად მუშაობენ, ადამიანებს შორის პირდაპირი ტექნოლოგიური კავშირის საფუძველზე, როგორიცაა ბლოკჩეინი; ასევე მათი ზედამხედველობა არ ხდება რომელიმე ცენტრალური ბანკის მიერ ან რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით. ეს კრიპტოვალუტები ქმნიან ახალ ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პარადიგმებს, რომელიც რევოლუციურია მთელი სექტორისთვის, მათ შორის ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობისთვის.

ყველა ასეთი ახალი რევოლუციური და ინოვაციური აპლიკაცია გამოიყენებს ახალ ტექნოლოგიებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ხელოვნური ინტელექტი (AI), ღრუბელის გამოთვლითი შესაძლებლობები (cloud computing), ბიომეტრია (biometrics), ციფრული ვინაობა/იდენტიფიცირება (digital identity), ბლოკჩეინი (blockchain), კიბერ უსაფრთხოება (cybersecurity), რეგულირების ტექნოლოგია (RegTech), ნივთების ინტერნეტი (internet of things – IoT), დამატებითი/გაზრდილი რეალობა (augmented reality),  და სხვ.

ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება საკუთარი კრიპტოვალუტები გამოუშვან

ბანკების, ან ცენტრალური ბანკების მიერ კრიპტოვალუტების გამოშვება მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ კონკურენციას კრიპტოვალუტის ბაზარზე და გააჩენს უამრავ ახალ კონკურენტს. არსებული კონკურენციის ევროპული კანონმდებლობა არ არის ადექვატური მოაწესრიგოს მსგავსი საკითხები ამ ბაზარზე, რაც გამოიწვევს საჯარო მონაწილეობის აუცილებლობას. ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთერთი საშუალება ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა იქნება.

კრიპტო გამოწვევაა რეგულირების ორგანოებისთვის

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთაშორისო ხასიათი ასევე გამოწვევაა ევროპულ დონეზე მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის თვალსაზრისით. ბევრი ოპერატორი მოქმედებს ევროზონის ფარგლებს გარედან და არ არის ხელმისაწვდომი ევროპული კონკურენციის ორგანოებისთვის, რაც ქმნის პრობლემებს  არაკონკურენტული პრაქტიკების გამოძიებისა და დევნის თვალსაზრისით. ევროპა მსოფლიო ლიდერია კრიპტოვალუტის საფულეების სერვისების მიმწოდებლების რაოდენობის თვალსაზრისით (42%) და კრიპტო ბირჟების რაოდენობის თვალსაზრისით (37%). იგი ასვე გადახდების მხრივაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა (33%). ევროპის მთავარი სისუსტე არის მაინინგის მცირე კონცენტრაცია, რომელიც მსოფლიო მაინინგის მხოლოდ 13%-ს შეადგენს. მაინინგი არის ყველაზე სტრატეგიული, რთული და ტექნოლოგიაზე დამოკიდებული პროცესი კრიპტოვალუტის ბაზარზე, სადაც ამჟამად ჩინეთი ლიდერობს”.

ევროპარლამენტის ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის მიერ მომზადებული ეს ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია კრიპტოვალუტების ევროპული მომავალის განსაზღვრის პროცესში. მასში მოყვანილი მოსაზრებები და კრიტოვალუტის საკითხის სერიოზულობა ევროპულ დონეზე, ამ ბაზრის განვითარების პროცესის შეუქცევადობის კიდევ ერთი დასტურია.

მთელი დოკუმენტის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.