მუდმივად ცვალებადი ნარატივი ბიტკოინზე

By | August 12, 2018

თუ თქვენ კრიპტოსამყაროში დიდი ხანია ხართ შეამჩნევდით, რომ ნარატივი და შეხედულებები ბიტკოინზე წლებთან ერთად იცვლება. მაგალითად, ბიტკოინის შექმნიდან პირველ წლებში, მისი მთავარი მიზანი იყო არსებული საბანკო კარტელების აღმოფხვრა და სახელმწიფოსთვის ფულის კონტროლის მექანიზმის ჩამორთმევა. ეს ადრეული პერიოდის “ბიტკოინისტები”-სა და ე.წ. “cypherpunk”-ების ძირითადი შეხედულებაა დღესაც. თუმცა ამას დაემატა სხვა შეხედულებებიც. მაგალითად, არიან ბიტკოინის ისეთი მომხრეები, რომლებიც მიესალმებიან ცენტრალური ბანკების მიერ ბიტკოინის მეღებადობას და მთავრობების მიერ კრიპტოვალუტების რეგულირებას, რაც გახდიდა მას უფრო ლეგიტიმურს და მისაღებს ინსტიტუციური ინვესტორებისა და ფართო მასებისთვის. არიან ასევე ბიტკოინის მომხრეები, რომლებიც თვლიან, რომ ის უნდა იყოს მაღალი ღირებულების მქონე ფინანსური აქტივი და სიმდიდრის შესანახი და დაგროვების საშუალება, როგორიცაა მაგალითად ოქრო. ბიტკონის მომხრეების კიდევ ერთი კატეგორიის გამოყოფაც შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ის უნდა იყოს ადამიანებს შორის პირდაპირი და იაფი ელექტრონული ქეშის სისტემა.

სიღრმისეული კვლევის შემდეგ, ნიკ კარტერმა მისმა პარტნოირმა ჰასულფიმ გამოაქვეყნეს ბიტკოინის შესახებ მუდმივად ცვალებადი და განახლებადი ნარატივების ანალიზი. მათ შეისწავლეს ბიტკოინის ე.წ. “white paper” (შექმნის ძირითადი დოკუმენტი) და ასევე ბოლო დეკადის სხვადასხვა ფორუმების ძირითადი განხილვები, რომლის საფუძველზეც შექმნეს კატეგორიები და შეეცადენ მათ განზოგადოებას. ამ ყფელაფრის შედეგად გამოვიდა ძალიან საინტერესო კვლევა – “ხედვები ბიტკოინზე”.

“ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბიტკოინის მომხრეთა საზოგადოებაში ეხება საკითხს, თუ რა არის ბიტკოინი და რა უნდა იყოს. იმ დროს, როდესაც ამ კრიპტოვალუტას არ ყავს მმართველი გუნდი, “ბიტკოინისტები”-ს მოსაზრებები ეფუძნება შექმნის საფუძველ დოკუმენტსა და ფორუმებზე განხილვებს. ეს წააგავს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება დოკუმენტის შემქმნელების განზრახვას მისი შექმნის დროს” – ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევა ყოფს ნარატივს ბიტკოინზე 7 ძირითად კატეგორიად:

  1. კონცეფციის დასტური ელექტრონული ქეში (e-cash proof of concept);
  2. ადამიანებს შორის იაფი პირდაპირი გადახდის ქსელი (cheap p2p payments network);
  3. ციფრული ოქრო, რომელზეც მესამე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება შეუძლებელია (censorship-resistant digital gold);
  4. პრივატული და ანონიმური შავი ქსელის ვალუტა (private and anonymous darknet currency);
  5. კრიტოვალუტის ინდუსტრიის სარეზერვო ვალუტა (reserve currency for the cryptocurrency industry);
  6. პროგრამირებადი საერთო მონაცემთა ბაზა (programmable shared database);
  7. ფინანსური აქტივი, რომელიც კორელაციას არ ექვემდებარება (uncorrelated financial asset).

ამ ნარატივების შეფასების შემდეგ მკვლევარებმა შექმნეს ცხრილი, რომელიც ასახავს ყოველი ნარატივის პოპულარობას დროში.

კვლევა უფრო შორს მიდის და იზოლირებულად განიხილავს გარკვეულ ნარატივებს, რომელიც ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია; მაგალითად, ადამიანებს შორის იაფი პირდაპირი გადახდის საშუალება და ციფრული ოქრო, რაც გახდა 2017-ში ბიტკოინის საზოგადოების გაყოფის ძირითადი მიზეზი.

კარტერი ასევე აღნიშნავს, რომ ბიტკოინის ანონიმური პროტოკოლის ხედვა სრულიად განსხვავდება გამჭირვალე ბლოკჩეინის ნარატივისგან, რომელსაც დღეს ბევრი მომხრე ყავს. “ახალი ინვესტორების უმრავლესობა, რომლებიც განიხილავენ ბიტკოინს ფინანსურ აქტივად, ნაკლებ ყურადღებას ანიჭებენ ანონიმურობას და მეტ მნიშვნელობას უთმობენ მის შესაბამისობას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და “იცოდე შენი კლიენტი”-ს (KYC) რეგულაციებთან. განსაკუთრებით ეს ინსტიტუციურ ინვესტორებს ეხება. ბევრს სწამს, რომ ბიტკოინის სულის განსაზღვრისთვის შემდეგი დიდი ბრძოლა სწორედ ამ საკითხზე იქნება” – ამბობს კარტერი კველვაში.

ავტორები აღიარებენ, რომ მათ მიერ განხილული ინფორმაციის ანალიზი მეტწილად ეყრდნობა პირად ინტერპრეტაციას და ისინი მზად არიან მიიღონ “ბიტკოინისტების” საზოგადოებისგან სხვა მოსაზრებებიც. თუმცა ამ კვლევაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიტკოინზე ნარატივი მისი შექმნიდან მოყოლებული მუდმივად იცვლება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ევოლუციურ ხასიათს, რომელიც სულ ვითარდება და რომელსაც დიდი მომავალი აქვს წინ.

თქვენ შეგიძლიათ კარტერის სრული ანალიზის ხილვა Medium-ის ფორუმზე შედეგ ბმულზე – “ხედვები ბიტკოინზე”.