“ციფრული მაინინგის სამიტი 2018” თბილისში

By | August 8, 2018

საქართველო დიდი ხანია ციფრული მაინინგის ლიდერია რეგიონში.

21-23 სექტემბერს ქვეყანა უმასპინძლებს უნიკალურ ციფრული მაინინგის სამიტს, რომელიც ამ ინდუსტრიის 2018 წლის ყველაზე საინტერესო შეკრება იქნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სფეროს წამყვანი კომპანიები: BITMAIN-ი და BITKAN-ი.
ხოლო, mybitcoin.ge სამიტის მედია პატრნიორია.

გლობალური კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიაში ჩინეთი გამოთვლითი შესაძლებლობებით პირველ ადგილზეა და მსოფლიო მაინინგის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. იმის გამო, რომ მაინინგი სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს (მაგ. ისლანდია, იაპონია, ვიეტნამი, რუსეთი, უკრაინა და სხვ.), ჩინეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგება. კრიპტოვალუტის მაინინგში კონკურენციის ზრდის გამო აღნიშნული ბიზნესის განვითარების კონკრეტული მიმართულების განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია.

მთავარი კითხვა არის – სად იქნება გლობალური მაინინგის განვითარებაში შემდეგი დიდი წინსვლა? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს მსოფლიოში სფეროს წამყვანი ექსპერტები მალე გასცემენ პასუხს. სამიტის ორგანიზატორებმა მოიწვიეს 100-ზე მეტი ექსპერტი 30-ზე მეტი ქვექნიდან, მათ შორის ჩინეთიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, და სხვ. ღონისძიება 1000-ზე მეტ მონაწილეს შეკრებს: მაინერები, მსოფლიოში  მაინინგის ტექნიკის წამყვანი მწარმოებლები, მაინინგის ჯგუფებისა და გამოთვლითი სიჩქარის უდიდესი მფლობელები. სწორედ ეს ინოვაციური მომავლის ლიდერები არიან სფეროს ყველაზე პატივცემული ექსპერტები.

გთავაზობთ რამდენიმე საკითხს, რომელიც სამიტზე იქნება განხილული:

ერთმანეთთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც თან ახლავს მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების  ბაზარს

ჩვენ გავხდით მაინინგის ევოლუციის მოწმეები CPU-დან GPU ერაში, FPGU-დან ASIC ერაში. უფრო ძლიერი და განვითარებული მაინინგის ჩიპების ახალი თაობა თითქმის ყოველ წელს იქმნება. კრიპტოვალუტის მაინინგის სტრატეგიული ღირებულება წარმოუდგენლად გაიზარდა. ვინაიდან კრიპტოვალუტების ფასები მუდმივად ცვალებადი და არასტაბილურია, ეს ზრდის გამოწვევებს მაინინგის ბიზნესისთვის.

უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრია 100 მილიარდ აშშ დოლარს გაცდა. ეს იწვევს კიდევ უფრო მეტი ახალი დიდი მოთამაშის გაჩენას. არის კი ასეთი მოვლენების განვითარება ყველასთვის მომგებიანი?

ძლიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა არის გლობალური მაინინგის ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი

“ციფრული მაინინგის სამიტი 2018” შეკრიბავს მაინინგის ელიტას.

სწორედ ასეთი კომპანიაა Bitmain-ი, რომელიც აწარმოებს მაინინგის ტექნიკას, სპეციალურ მაინინგის ჩიპებს და ფლობს მსოფლიოში მაინინგის უდიდეს ჯგუფებს. 2018 წლის აგვისტოში კომპანიამ მოახერხა ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მობილიზება ე.წ. “პირველად საჯარო შეთავაზება”-მდე (IPO). გეგმაშია 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბლოკჩეინის დატა და მაინინგის ცენტრის აშენება ტეხასში (აშშ), რაც კომპანიის აშშ-ს ბაზარზე გაფართოების შემდეგი ეტაპი იქნება.

სამიტის კიდევ ერთი ცნობილი ორგანიზატორია BITKAN-ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების სფეროში. კომპანია 2012 წლიდან უზრუნველყოფს ინდუსტრიას სტაბილური და სანდო ინფორმაციით, ახორციელებს ბაზრის მონაცემებისა და მაინინგის მონიტორინგს რეალურ დროში, სთავაზობს მის მილიონობით მომხმარებელს ციფრული საფულისა და სხვა სერვისებს.

“ციფრული მაინინგის სამიტი 2018” არის საუკეთესო შესაძლებლობა მიიღოთ და გაცვალოთ უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის განვითარებისა და მომავალი ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და მიიღეთ ინფორმაცია თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

გაიგეთ მეტი

ოფიციალური დასახელება:   “ციფრული მაინინგის სამიტი 2018”

დრო:   21-23 სექტემბერი, 2018 წელი

ადგილი:   „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“

ოფიციალური გვერდი

მომხსენებლები იქნებიან ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი სახეები:

ჯიჰან ვუ, BITMAIN-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი

როჯერ ვერი, Bitcoin.com-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი

იუ ფანგი, BITKAN-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი

ჯეისონ ჟუანგი, BTC.com-ის პროექტის დირექტორი

ლინგჩაო ქსუ, Antpool-ის პროექტის დირექტორი

მარტა ჟანგი, DEX.top-ის თანადამფუძნებელი

ოლსენ სუ, Bitmain-ის გლობალური მაინინგის ფერმის ხელმძღვანელი

მარკო სტრენგი, Genesis Mining-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი და თანადამფუძნებელი

სეან ვოლში, HyperBlock-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი

ბატირ ჰიდიროვი, Uminers-ის მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი და დამფუძნებელი

დიმიტრი ოზერსკი, Chain Partners Group-ის პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი მენეჯერი