აშშ-ს კონგრესმენები და კრიპტოვალუტა

By | August 7, 2018

აშშ-ს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა შეიძლება ჯერ ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, თუმცა ინდივიდუალური მოხელეები აქტიურად არიან ჩართული ამ სფეროში და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ფლობენ სხვადასხვა კრიპტოვალუტაში.
აშშ-ს სენატის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც პალატის წევრები ვალდებული არიან საკუთარი კრიპტო ინვესტიციები ასახონ ყოველწლიურ ანგარიშებში.
ბობ გუდლატი, წარმომადგენელთა პალატის სასამართლო ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე, 80 000 $-ის ინევესტიციას ფლობს კრიპტოვალუტაში. იგი პირველი კონგრესმენია, რომელმაც გაასაჯაროვა ეს მონაცემები. მისი პროტფელი შედგება ძირითადად ბიტკოინისგან, თუმცა იგი ასევე ფლობს ბიტკოინ ქეშსა და ეთერიუმს.
გუდლატის შვილი, ბობი გუდლატი ჯუნიორი არის ე.წ. “ანგელოზი ინვესტორი” (“Angel Investor”) და მას დიდი რაოდენობით სახსრები აქვს ჩადებული ამერიკის უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ში. შესაბამისად მამამისის გასაჯაროვებული ინვესტიციები არავისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა. ბობი გუდლატი დიდი ხანია უჭერს მხარს ბიტკოინს და ამ სფეროში ვაჭრობით უზარმაზარი მოგება მიიღო.
მეტიც, გუდლატი არის კრიპტო და “განაწილებული დავთარის ტექნოლოგიის” (“distributed ledger technology”) ლობისტური ჯგუფის – “კონგრესის ბლოკჩეინ ჯგუფის” (“Congressional Blockchain Caucus”) – აქტიური წევრი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მისი შექმნის ინიციატორი იყო კოლორადოს შტატის დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი ჯარედ პოლისი და არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ოლივერ შვეიკერტი. ამ ინიციატივით ჯგუფმა მოახერხა აშშ-ს რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო სტრუქტურაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა.
ნახსენები კონგრესმენების გარდა უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი სხვა კონგრესმენი გაასაჯაროვებს საკუთარ კრიპტო ინვესტიციებს. მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ იგივე დემოკრატიული პარტიის კონგრესმენის ჯარედ პოლისის ქონებას, რომელიც 122 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ადვილი მისახვედრია რამდენად დიდი თანხები ექნება მას ინვესტირებული კრიპტოვალუტაში.
სენატორი მარკ ვორნერი აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი წევრია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი კრიპტო ბაზრის მიმართ. “მე ვფიქრობ ჩვენ საქმე გვაქვს კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიასთან. ვერ გავყოფთ ერთმანეთისგან კრიპტო აქტივებსა და “განაწილებული დავთარის ტექნოლოგიას” (“distributed ledger technology”).. ეს ბაზარი კიდევ უფრო მეტი ტემპით გაიზრდება და 2020 წლისთვის 20 ტრილიონსაც მიაღწევს” – ამბობს ვორნერი.
აშშ-ს კონგრესმა უკვე მრავალი მოსმენა გამართა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკითხებზე. mybitcoin.ge სისტემატიურად აქვეყნებს მასალებს და სიახლეებს აშშ-ში მიმდინარე რეგულირების პროცესებზე. თემა კანონმდებლებისთვის უცხო არ არის და თუ გავითვალისწინებთ იმ მრავალ კანონმდებელს, ვისაც სჯერა, მეტიც ფლობს მნიშვნელოვან კრიპტო აქტივებს, მთელი კონგრესის კეთილგანწყობის მოპოვება მხოლოდ დროის საკითხია.

(წყარო)