მალტის ფინანსური სერვისების მართვის ორგანომ (MFSA) დაიწყო კონსულტაციები ყველა დაინტერესბულ მხარესთან, რათა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შესახებ სამი ახალი კანონის შესახებ.
MFSA-მ განუცხადა სექტორს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონები მიღებულია, ისინი ჯერ ძალაში არ შესულა. ეს სამი ახალი კანონი მალტის პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 ივლისს დაამტკიცა. კანონები ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
მალტა პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ქმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის სრულყოფილი რეგულირების სისტემას. ამის შესახებ mybitcoin.ge წერდა უახლოეს წარსულში – მალტა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ცენტრი ხდება.
(წყარო)