გენერალური აუდიტორი: კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გამჭირვალობის პრობლემა სახეზეა

By | July 29, 2018

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და პოლიტიკური კორუფციის რისკების შესწავლისას ახალი გამოწვევა საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკვე კრიპტოვალუტით დაფინანსება იქნება. პარტიების მიერ ფულის მოზიდვის ეს მეთოდი ჯერჯერობით რეგულაციების გარეშეა. აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენა იზრდება და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გამჭირვალობის პრობლემა სახეზეა.

“დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პრეცენდენტებიც არის. საერთოდ კრიპტოვალუტების თემა გამჭირვალობის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით” – აცხადებს ირაკლი მექვაბიშვილი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

(წყარო)