აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კრიპტო დონაციებს იღებს

By | July 27, 2018

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ენდრიუ იანგმა Twitter-ით განაცხადა, რომ მისი კამპანია მზადაა მიიღოს დონაციები კრიპტოვალუტაში 2020 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

Yahoo Finanace-ს მიერ “შავ ცხენ” კანდიდატად წოდებული იანგი, წარმატებული ბიზნესმენია, მან ასევე დაარსა წარმატებული სტიპენდიის პროგრამა. მისი ერთერთი ძირითადი მიზანი არის შექმნას უნივერსალური ბაზისური შემოსავალი ყველა ზრდასრული ამერიკელისთვის, რომელიც 1000$ იქნება.

იანგის კამპანია მზადაა მიიღოს დონაციები ბიტკოინში, ეთერიუმში და ყველა ERC20 სტანდარტიზებულ ტოკენში. დაინტერესებული შემომწირველები ვალდებული არიან დაადასტურონ მათი ხმის მიცემის უფლება. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით ყველა შემომწირველის ვინაობა ცნობილი უნდა იყოს.

იანგის ამ განცხადებამ ბევრი გაუგებრობა გამოიწვია. ბუნების დამცველები განაგრძობენ შეშფოთებას, რადგან ბიტკოინი დიდ ენერგიას მოიხმარს. კრიპტოვალუტის სხვა მოწინააღმდეგეებმა მოიყვანეს არგუმენტები, რომ კრიპტოვალუტა “შავი ფულია” და ის ხშირად ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ერთერთი ნათელი მაგალითია საკმაოდ ცნობილი ამერიკელი სენატორი რენდ პოლი, რომელიც იღებდა ბიტკოინს მის 2014 და 2016 წლების კამპანიებში. ასევე რესპუბლიკური პარტიიდან ოსტინ პეტერსონი, რომელმაც მიმდინარე წლის ინავარში საკმაო რაოდენობის ბიტკოინი მიიღო.

Yahoo Finanace-ის მიხედვით, ვაშინგტონისა და მონატანას შტატების კანონდმებლობა უშვებს პოლიტიკური კამპანიებისთვის კრიპტოვალუტაში დონაციებს, ხოლო ვისკონსინის შტატი ახლა განიხილავს ამ შესაძლებლობას.

(წყარო)