G20-ის ფორუმმა კრიპტო რეკომენდაციების შემუშავების თარიღი გადადო

By | July 23, 2018

G20-ის სახელმწიფოების მხრიდან კრიპტოვალუტისადმი მიდგომა  კვლავ “ჩაურევლობის” პრინციპზეა დაფუძნებული. ასეთი მიდგომა  მინიმუმ მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბრამდე იქნება შენარჩუნებული; სწორედ ამ დროს ჩატარდება შესაბამისი შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა (FATF)  ჯგუფის შუალედური გადაწყვეტილების მიხედვით, ჯერ არ არსებობს ამ სფეროს მკაცრად რეგულირების სასწრაფო აუცილებლობა.

ეს გადაწყვეტილება იყო ოთხ თვიანი კონსულტაციების შედეგი, რომელიც FATF-ის  ჯგუფმა დაადგინა მიმდინარე წლის მარტში მათი ბოლო შეხვედრისას. კონსულტაციები ემსახურებოდა კრიპტოვალუტის სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების შემუშავებას. მათი მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ უფრო მიზანშეწონილია ბევრად  შერბილებული პოზიციის შემუშავება. ამ დასკვნამდე ჯგუფი მივიდა სწორედ იმიტომ, რომ აღიარა კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის – ბლოკჩეინის – უდავო სარგებელი, თუმცა ასევე აღიარა გარკვეული რისკებიც.

დოკუმენტში ნათქვამია: “ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის ისეთს, რომელიც კრიპტოვალუტისთვის გამოიყენება, შეუძლია უზარმაზარი სარგებელი მოუტანოს ფინანსურ სისტემასა და გლობალურ ეკონომიკას.. თუმცა უნდა მიექცეს ყურადღება რისკებსაც, როგორიცაა მომხარებელთა და ინვეტორთა დაცვა, გადასახადებისგან თავის აცილება და ფულის გათეთრება”.

მოვლენების ამგვარი განვითარება ძალიან პოზიტიურია კრიპტოვალუტის სფეროსთვის და ის ფაქტი, რომ G20-ის ფორუმი, საკითხში ღრმად ჩახედვის შემდეგ, არბილებს საკუთარ პოზიციას მხოლოდ კარგის ნიშანია.

(წყარო)