ბიტკოინისადმი კეთილგანწყობილი Goldman Sachs-ის ახალი ხელმძღვანელი

By | July 18, 2018

Goldman Sachs-მა (მსოფლიოს ერთერთი უდიდესი საინვესტციო ბანკი) მის ხელმძღვანელობაში ახალი ცვლილებები დაანონსა. ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლოიდ ბლანკფეინი პენსიაზე გადის და მის ადგილს დაიკავებს დევიდ სოლომონი – ნათქვამია დირექტორთა საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

ბლანკფეინი ოფიციალურად დატოვებს თანამდებობას მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, რის შემდეგაც ის დაინიშნება უფროს თავმჯდომარედ, ხოლო 1 ოქტომბრიდან მის თანამდებობას დაიკავებს სოლომონი. ეს უკანასკნელი დიდი ხანია Goldman Sachs-ის მენეჯმენტშია და აქამდე მისი პრეზიდენტის როლს ასრულებდა; მას ასევე ეკავა მთავარი ოპერაციების ხელმძღვანელისა და გლობალური საინვესტიციო საბანკო საქმიანობის თანახელმძღვანელის თანამდებობები.

დევიდ სოლომონი ძალიან კეთილგანწყობილია ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ სფეროს უგულებელყოფა “ძალიან ქედმაღლური” მიდგომაა. “ჩვენ ვსახავთ სამომავლო გეგმებს ბიტკოინთან დაკავშირებით, თუმცა ამას ძალიან ფრთხილად ვაკეთებთ. ყურადღებით ვუსმენთ კლიენტებს და გვინდა დავეხმაროთ მათ ამ სფეროში ჩართვაში” – განაცხადა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.

როგორც პირველი დიდი მოთამაშის ჩართვით, ბანკს სურს მაქსიმალური მოგება ნახოს ამ ნაბიჯით. Goldman Sachs-ი წარმოადგენს მეხუთე სიდიდით ბანკს ამერიკაში და მისი აქტივები 916 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

Goldman Sachs-ის კრიპტოვალუტით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება და ამის შესახებ mybitcoin.ge-ც წერდა; კერძოდ, ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საკუთარ ფინანსები გამოიყენოს კლიენტებისთვის ბიტკოინის ფუჩერსებით ვაჭრობისთვის. რანა იარედმა (Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა) მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კლიენტების მზარდი მოთხოვნის შედეგია, მათ სურთ ბიტკოინის, როგორც ალტერნატიული აქტივის, ფლობა.

(წყარო)