Forbes: რუსების აშშ-ს არჩევნებში ჩარევა და ბიტკოინი

By | July 16, 2018

13 ივლისს აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტეინმა იუსტიციის სამინისტროში გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან გაახმოვანა ოფიციალური ბრალდება რუსეთის თორმეტი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ბრალდებამ დეტალურად აღწერა ტექნოლოგიები და ტაქტიკა, რაც გამოყენებული იქნა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რთულმა კიბერ სისტემამ შეარყია დემოკრატიული პროცესი; მთავარი მიზანი იყო საპრეზიდენტო კანდიდატი – ჰილარი კლინტონი და ზოგადად დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კამპანია და მისი აპარატი.

29 გვერდიანი ბრალდება ზუსტად აღწერს რუსი ოპერატიული თანამშროლების მუშაობას; კერძოდ, მოიცავს კონკრეტული კიბერ საფრთხეების შექმნას, ფიშინგს, კერძო ვირტუალური სერვერების გამოყენებას, და სხვ. რაც მთავარია ძირითადი საგადამხდელო საშუალება ამ ოპერაციებისას იყო ბიტკოინი. ამ კრიპტოვალუტის ანონიმურობა იყო ძირითადი მიზეზი კრიმინალების მიერ მისი გამოყენების, თუმცა სწორედ ბიტკოინის გამოყენებამ დატოვა ყველაზე დიდი კვალი ფინანსური ოპერაციების გამოძიებისთვის.

ერთერთი ეპიზოდი ვრცლად ეძღვნება 95 000$-ის კვალის მიგნებას, რომელიც მოხერხდა სწორედ ბლოკჩეინის საჯარო რეგისტრის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინი იძლევა იდენტიფიცირებისგან გარკვეულ დაცვას ანონიმური საფულის მისამართების საშუალებით, სისტემაში ასახული ტრანზაქციების მიგნება ძალიან მარტივია; მეტიც, აშშ დოლარის ტრანზაქციის მიგნებაზე უფრო მარტივია, რადგან აშშ დოლარის ტრანზაქციისადმი ყურადღება ჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ მისი მოცულობა აღემატება დადგენილ ლიმიტებს. ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მოქმედი  ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და “იცოდე შენი კლიენტი”-ს (KYC) რეგულაციები მეტწილად ეყრდნობა გლობალური საბანკო ქსელების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რისი სინამდვილეც ძირითადად ინფორმაციის მომწოდებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო შესაბამისი ჩანაწერები ინახება მხოლოდ მომწოდებლის ქსელში არსებულ ელექტრონულ სისტემაში. ბიტკოინის ბლოკჩეინი კი საპირისპიროდ, მეტად ღია და საჯაროა, სადაც აღრიცხულია ყველა ტრანზაქცია და ის საფულეები, სადაც კონკრეტულმა სახსრებმა იმოძრავა. ეს მახასიათებლები უადვილებს სამართალდამცავებს საეჭვო ტრანზაქციების გამოძიებას. უახლოეს წარსულში “WannaCry”-ს საქმის მაგალითიც კი კმარა, სადაც კრიმინალებმა მოახერხეს მხოლოდ 65 000$ მითვისება.

კრიპტო დანაშაული ახალ გამოწვევებს აჩენს კიბერ დანაშაულის გამოძიებისთვის, რაც მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებას მოითხოვს; თუმცა Bitfury-ის მიერ დანერგილი ტრანზაქციების მიგნებადობის სისტემა, ასევე “WannaCry”-ს მაგალითი (რომელიცერთ “ვიკენდში” 150 ქვეყანაზე გავრცელდა  და ათასობით ორგანიზაციას შეეხო), ამტკიცებს, რომ ბიტკოინი შეიძლება არ იყოს კრიმინალებისთვის საუკეთესო არჩევანი.

(წყარო)