მთელი ბიტკოინის მეხუთედი “დაკარგულია” – ციფრული განძის მაძიებლები

By | July 10, 2018

ბიტკოინის მთლიანი რაოდენობა მხოლოდ 21 მილიონი შეიძლება იყოს, რაც მას ძალიან ფასეულს ხდის. Chainalysis-ის (კომპანია, რომელიც დაკარგული ბიტკოინების მოძიებაზე არის სპეციალიზებული) ვარაუდით დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარის ბიტკოინი დღეისთვის დაკარგულია და შეიძლება ცირკულაციაში არც არასდროს დაბრუნდეს. თუმცა ყველაფერი ასე უიმედოდაც არ არის. “Wall Street Journal”-ი წერს, რომ არსებობენ პროფესიონალები, ვინც დაკარგული ბიტკოინის მოძებნის სერვისს თავაზობენ შესაბამის კლიენტებს.

“დაკარგული” ბიტკოინები

“Wall Street Journal”-ის ინფორმაციით 3 მილიონზე მეტი ბიტკოინი დაკარგულად ითვლება, რაც დახლოებით 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანგარიში არ იძლევა დეტალებს, თუ როგორ იქნა ეს ციფრი დათვლილი, თუმცა გასულ წელს “Fortune”-მაც (კიდევ ერთი კომპანია, რომელიც დაკარგული ბიტკოინების მოძიებაზე არის სპეციალიზებული) შეისწავლა ეს საკითხი და მათი გამოთვლით “დაკარგული” ბიტკოინების რაოდენობა 4 მილიონამდეა.

მეტწილად ეს გამოთვლები უფრო ჭკვიანური გამოცნობის საფუძველზეა გაკეთებული და რეალური ციფრი შეიძლება ბევრად უფრო ნაკლები იყოს. Chainalysis-ის მიხევით ამ კოინების უმეტესობა 2-7 წლის წინ იქნა მოპოვებული და მათი გადარიცხვა სხვა საფულეებზე არ მომხდარა. ვერავინ იტყვის ზუსტად, რამდენია რეალურად აქედან დაკარგული და რამდენს ინვესტორები გრძელვადიანად ინახავენ. “Fortune”-ი ამტკიცებს, რომ ამ კოინების უმეტესობა 2009-2010 წლებში იქნა მოპოვებული; ამას კომპანია ასკვნის იმის საფუძველზე, რომ იმ დროს მოპოვებული ბიტკოინი ორიგინალი საფულეებიდან არსად არასდროს გადარიცხულა. დამატებით, ყველაზე დიდი რაოდენობა 1 მილიონი ბიტკოინი ეკუთვნის მის შემქმნელს – სატოში ნაკამოტოს.

ასეთი ინფორმაციები იწვევს გაუთავებელ სპეკულაციას კრიპტო სამყაროში. 1 მილიონი ბიტკოინის ბაზარზე ერთდროულად გამოტანა კატასტროფულ გავლენას მოახდენს ბაზარე და ამის გამო ბევრი არსებული დიდი ინვესტორი წუხს.

საგანძურზე მონადირეები

ზუსტი ციფრის დადგენის გარეშეც დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბიტკოინის დიდი რაოდენობა დაკარგულია მათი მომხმარებლების მიერ სხვადასხვა მიზეზის გამო; მაგალითად: კოინების გაგზავნა არარსებულ მისამართებზე, მახსოვრობის დისკების დაზიანებით დაკარგული საფულეები და დავიწყებული პაროლები, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ბიტკოინის დაკარგვის ბევრ მიზეზს შორის.

მაგრამ იმედი ბოლომდე გადაწურული არ არის. არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც დაკარგული პაროლების აღდგენაში ეხმარებიან შესაბამის კლიენტებს, რაშიც დაბრუნებული თანხის მოჭრილ პროცენტს იღებენ.

მეტიც, უკანასკნელ პერიოდში ამ საქმეში ჰიპნოზის სპეციალისტებიც ძალიან პოპულარული გახდა. ისინი ეხმარებიან კლიენტებს ძველი მოგონებების აღდგენაში, იქნება ეს პაროლი, თუ სად დატოვეს ბოლოს მათ თავიანთი “ცივი (ქაღალდის)” საფულე.

ეს საქმიანობა ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული და შემოსავლიანი ხდება და მასში კერძო კომპანიების გარდა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიც კი იღებენ მონაწილეობას.

(წყარო)