“კრიპტო აქტივების გავლენა სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზარზე უმნიშვნელოა”

By | July 9, 2018

სამხრეთ კორეის ეროვნული ბანკის განცხადებით, 2017 წლის დეკემბრისთვის ვირტუალურ ვალუტაში ფინანსების კონცენტრაციამ 1.79 მილიარდ დოლარს მიაღწია.

1.79 მილიარდი დოლარი, რაც 2 ტრილიონი ვონის (სამხრეთ კორეის ეროვნული ვალუტა) ექვივალენტია, არის უმნიშვნელო ფინანსების კონცენტრაცია იმ მოცულობასთან შედარებით, რომლის ოპერირებასაც ახდენენ ქვეყნის საბროკერო კომპანიები, რომელიც 26 ტრილიონ ვონს აღწევს. სამხრეთ კორეის ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ფინანსების ასეთი კონცენტრაცია არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის:

“თუ მას შევადარებთ ტრადიციულ კაპიტალის ბაზარს, კრიპტო აქტივებში ინვესტიციები არ არის დიდი მოცულობის. ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეს არ წარმოადგენს არანაირ რისკს. შესაბამისად კრიპტო აქტივების გავლენა სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზარზე უმნიშვნელოა”.

სამხრეთ კორეის ეროვნული ბანკის ეს ანგარიში მიმოიხილავს 2017 წლის ბოლოს მონაცემებს, როდესაც ბიტკოინის ფასმა და კრიპტოვალუტაში ტრადიციული ფინანსების გადადინებამ პიკს მიაღწია.

ასევე სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ (ქვეყნის ფინანსური რეგულირების ერთერთი ორგანო) განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტას და გეგმავს G20 სამიტის მიერ შემუშავებულ ერთიან ტრანსნაციონალურ ხედვასთან ჰარმონიზაციას.

როგორც მოგეხსენებათ G20-ის სამიტმა მარტში დაადგინა მკაცრი ვადა – ივლისი, კრიპტოვალუტის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებისთვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სამხრეთ კორეის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კრიპტო სფეროს ლეგიტიმაციის მიმართულებით და წარადგინა კანონპროექტი ბლოკჩეინ ინდუსტრიის ახალი კლასიფიცირების შესახებ, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტის ბირჟები ჩვეულებრივი რეგულირებული ფინანსური ინსტიტუტები იქნება.

(წყარო)