იაპონური GMO ემზადება 7 ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად

By | May 16, 2018

იაპონურმა ინტერნეტ გიგანტმა GMO-მ განაახლა თავისი გეგმები ბიტკოინის მაინინგისთვის განკუთვნილი 7 ნანომეტრიანი ჩიპების გამოშვებაზე. დაინტერესებულ მომხმარებლებს მალე მისი შეძენა შეეძლებათ.  კომპანიამ გამოაქვეყნა 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავლების მონაცემები და ასევე დაანონსა ახალი ჩიპების გამოშვების შესახებ.

GMO გეგმავს ჩიპების ორი ვერსიის წარმოებას – V1 და V2. პირველი უკვე არსებული 7 ნანომეტრიანი ჩიპის პროტოტიპია. V2, კი მასიური წარმოებისთვის შექმნილი პროდუქტია, რომელსაც კომპანია გაყიდის და ასევე გამოიყენებს საკუთარი მაინინგის ოპერაციებში და ქლაუდ მაინინგიში. V2 ახლა დიზაინის პროცესშია და მასიურ წარმოებაში 2018 წლის მე-4 კვარტალში უნდა ჩაეშვას. გაყიდვების დაწყების კონკრეტული თარიღი კომპანიამ არ დაასახელა.

GMO-ს მაინინგის ბიზნესი სამი მიმართულებისგან შედგება: (1) საკუთარი მაინინგის ოპერაციები; (2) მაინინგისთვის საჭირო პროდუქტების შექმნა, წარმოება, გაყიდვა; (3) ქლაუდ მაინინგი. კომპანია ადასტურებს, რომ მოპოვების სიმძლავრე (hash rate) და ბიტკოინის მოპოვება მათი გეგმის მიხედვით იზრდება. მიმდინარე წლის აპრილში ის 241 PH/s შეადგენს და წლის ბოლოსთვის 3000 PH/s მიაღწევს. GMO-მ ორ ქვეყანაში გააფართოვა საკუთარი მაინინგის ბიზნესი.

ყველაფერი ზემოაღნიშნულის გარდა, კომპანიას აქვს ასევე საკუთარი ბირჟა – GMO Coin და გეგმავს კრიპტო გადახდების სერვისის დაწყებას.

(წყარო)