Mt. Gox-ის რწმუნებული ბაზარს კიდევ 8000 ბიტკოინით ანადგურებს

By | May 12, 2018

ჰაკერების გატეხილი იაპონური კრიპტოვალუტის ბირჟა Mt. Gox-ის ნარჩენი რეზერვებით ბაზრის განადგურება ჯერ არ დასრულებულა. ზუსტად იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მზად იყო 10 000-იანი ბარიერი გადაელახა, ნობუაკი კობაიაშიმ (სასამართლოს მიერ დანიშნული რწმუნებული, რომლის ვალდებულებაა Mt. Gox-ის კრედიტორების დავალიანების გასტუმრება), ბირჟის დარჩენილი ბიტკოინის მნიშვნელოვანი ნაწილი – 8000 ბიტკოინი – სავარაუდოდ ბაზარზე გასაყიდად გამოიტანა.

Blockchain.info-ს მიხედვით ჩანს, რომ სასამართლოს მიერ დაყადაღებული ფონდებიდან, რომელიც ე.წ. ცივ საფულეზე ინახებოდა, 8000 ბიტკოინი სხვადასხვა საფულეებზე გადანაწილდა. ინფორმაცია გავრცელდა და ბაზარმაც არ დააყოვნა – ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. გაურკვეველია ეს ბიტკოინი ბირჟების საშუალებით, თუ წინასწარ შერჩეულ ინსტიტუციურ ინვესტორებზე გაიყიდა/გაიყიდება.

ამას ამბავს მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი სხვა არა იმედისმომცემი სიახლე დაემატა, მაგალითად: უორენ ბაფეტის, ჩარლი მუნგერისა და ბილ გეითსის განცხადებები, ერთერთი უდიდესი კორეული ბირჟის მუშაობის შეჩერება პოლიციის მიერ, და სხვ.

დაახლოებით ორი თვის წინ, კობაიაშიმ ნახევარი მილიარდის ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში გაყიდა. მაშინაც ბაზარი და ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. მიზეზი მარტივია – ბევრად მეტი ბიტკოინი გამოვიდა უეცრად ბაზარზე, ვიდრე ამაზე მოთხოვნა იყო. კობაიაშიმ ეს ბრალდებები მაშინ უარყო და თქვა, რომ ბიტკოინი მან პირდაპირ ინსტიტუციურ ინვესტორებზე გაყიდა.

თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო ეს გამოსავალი არ არის. სწორედ ეს ინსტიტუციური ინვესტორები, ვინც ფასდაკლებით კობაიაშის ბიტკოინი შეიძინა სავარაუდოდ შეეცადენ ვალუტის ეგრევე გაყიდვას და დროის მოკლე მონაკვეთში უზარმაზარი მოგების მიღებას.

ამ საკითხზე უამრავი ეჭვი არსებობს და კრიპტო თანამეგობრობაც მეტნაკლებად თანხმდება კობაიაშის მიერ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე, რასაც ადასტურებს მოკლე პერიოდში ბიტკოინის ფასის უკვე მეორედ ასეთი მნიშვნელოვანი კლება.

(წყარო)