Huawei-ს ახალი ტელეფონები უკვე წინასწარ დაინსტალირებული ბიტკოინის საფულით გამოვა

By | May 11, 2018

Huawei Technologies Co.-მ, ჩინურმა მულტინაციონალურმა კომუნიკაციების ტექნოლოგიურმა კომპანიამ, განაცხადა, რომ მათი მობილური ტელეფონის მომხმარებლები მაისიდან შეძლებენ ბიტკოინის საფულის გადმოწერას.

Huawei უშვებს BTC.com-ის ბიტკოინის საფულეს საკუთარი აპლიკაციების პროტალზე, ხოლო მობილურების ახალ მოდელებზე ის უკვე წინასწარ იქნება ჩაწერილი – განაცხადა ალეხარნდო დე ლა ტორემ, BTC.com-ის ბიზნეს ოპერაციების ვიცე პრეზიდენტმა.

ჩინეთში BTC.com-ის მსგავსი აპლიკაციებისადმი წვდომა შეზღუდულია, რადგან ხელისუფლებას დაბლოკილი აქვს ანდროიდის Google Play-ს პორტალი და ნაწილობრივ Apple-ის აპლიკაციების პორტალი. ჩინეთის მთავრობამ უახლოეს წარსულში შეზღუდა კრიპტოვალუტის ბირჟები და აკრძალა ICO-ოები (მონეტის პირველადი შეთავაზება). თუმცა მოქლაქეებს კრიპტოვალუტის ფლობა შეუძლიათ.

დე ლა ტორემ Bloomberg-ს განუცხადა: “ეს ჩინეთის ბაზარზე გავრცელების კარგი შესაძლებლობაა. ნაღდი ფულის გარეშე ანგარიშწორება სპეციალური აპლიკაციების საშუალებით ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, საბანკო სისტემაც ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველა რეგიონში არ არის; შესაბამისად ეს კარგი საფუძველია განვითარებისთვის”.

მარტში ცნობილი გახდა, რომ Huawei გეგმავს ისეთი სმარტფონის შექმნას, რომელიც შეძლებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერას. გასულ წელს Huawei-მ 90.9 მილიონი პროდუქტი გაყიდა ჩინეთში, სადაც ის ბაზრის დომინანტი მოთამაშეა – 20.4%. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კი კომანია მსოფლიო ბაზრის 11.8%-ს ფლობს.

ჯეიმი გონზალო, Huawei-ის მობილური აპლიკაციების ვიცე პრეზიდენტი, ოფიციალურ განცხადებაში ამბობს: “ჩვენი კომპანიის ლიდერის პოზიცია ჩინეთში, იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა კრიპტოვალუტის მასიური გლობალური გავრცელების”.

(წყარო)